ბოლიდი

 ბოლიდი(ბერძნულიდან – შუბი) – არის მაღალი სიკაშკაშის მეტეორიტი(ვენერაზე უფრო კაშკაშა). საერთაშორისო ასტრონომიულ კავშირს ოფიციალურად დადასტურებული განმარტება არ გააჩნია.

სიხოტეალინის ბოლიდის ნარჩენი(საწყისი მასა 60-100 ტონა იყო სავარაუდოდ).

 განსაკუთრებულად კაშკაშა ბოლიდებს სუპერბოლიდებსაც ეძახიან. ისინი ხშირ შემთხვევაში ტოვებენ კაშკაშა კვალს(კუდი), რომელიც მტვრისა და იონიზირებული გაზებისგან შედგება. ფრენას თან შეიძლება ახლდეს ხმა, მოხდეს რადიოკავშირის დარღვევა. დიდი ბოლიდების დანახვა დღეც არის შესაძლებელი. ერთ-ერთი დიდი ბოლიდი ბენეშოვის სახელითაა ცნობილი. მისი ნათობა აღწევდა -21m ვარსკვლავურ ერთეულს(შედარებისთვის: მთვარის ელვარება დაახლოებით -13m-ია, მზის -26m). სიხოტე-ალინის(რუსეთი) ბოლიდი მზეზე მეტად ელვარებდა, დღის მიუხედავად დედამიწის ზედაპირზე ჩანდა ნათების შედეგად გაჩენილი ჩრდილები, ჰქონდა თვალისმომჭრელი სიკაშკაშე.

 1992 წელს ჩამოვარდნილი პიქსილის ბოლიდის 16 სხვა და სხვა ვიდეოჩანაწერი არსებობს. აღსანიშნავია, რომ ის მთვარეზე უფრო კაშკაშა იყო. 40 წამის განმავლობაში მან ამერიკის რამდენიმე შტატს გადაუფრინა და ქალაქ პიქსილში ჩამოვარდა(შტატი ნიუიორკი). ანალიზმა აჩვენა, რომ ბოლიდი ძირითადად მკვრივი კლდოვანი ქანებისგან შედგებოდა, ზომით შეიძლება შევადაროთ ძალიან მძიმე ბოულინგის ბურთს.
ატმოსფეროში მოძრაობასთან ერთად ის იწვოდა და იშლებოდა, საბოლოოდ კი ერთ-ერთი მოქალაქეს მანქანას დაეცა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.