სამყარო საკუთარი ხელებით: ინფლატონების თეორია

– ბოლომდე ვერ მივხვდი – აღმოხდა ინჟინერს. – თქვენ ხელოვნურ სამყაროზე ლაპარაკობთ? თქვენ შეგიძლიათ ამის გაკეთება? ჩაკეტოთ სივრცე და დრო კონკრეტული  მასის გარშემო? ხუმრობთ? ეს ხომ ძალიან რთულია.

საიმაკ კლიფორდი, „კოსმოსური ინჟინრები“.

  შეიძლება, ჩვენ თავს ვიმტვრევთ რა ფუნდამენტური ფიზიკური მუდმივების მნიშვნელობებზე და მათ თანაფარდობაზე, სამყაროს კონსტრუქტორებმა ისინი ისეთნაირად აარჩიეს, რომ ჩვენ ამ კანონების ხელოვნურ წარმომავლობაზე დაგვაფიქრონ.

 შეიძლება კი ახალი სამყაროს შექმნა? ან, სხვანაირად რომ ვთქვათ, შეუძლია ზეცივილიზაციას ჩაატაროს ექსპერიმენტი, რომელიც სრულფასოვანი ახალი სამყაროს ფორმირებით დამთავრდება? ერთი შეხედვით ასეთი ამოცანა არა მარტო არარეალურად გვეჩვენება, არამედ უაზრობადაც. ხოლოვნური სამყარო მინიმუმ იმდენ ნაწილაკს უნდა შეიცავდეს, როგორც სამყარო, რომელშიც შემქმნელები ცხოვრობენ, მაგრამ საიდან ამდენი ენერგია? მეორეს მხრივ, ისე ხომ არ მოხდება, რომ ახლად დაბადებული სამყარო თავის მშობელ სამყაროს გაანადგურებს? შვილობილი სამყაროს შექმნა მშობელი სამყაროს თვითმკვლლობის რისკთანაა დაკავშირებული – რაც სრული უაზრობაა?

 ნატიფი ბალანსი

 არ არის საჭირო ნაჩქარევი დასკვნების გამოტანა. ახლად დამზადებულ სამყაროს აუცილებლად უნდა მივანიჭოთ მიზიდულობის თვისება, რომელსაც, როგორც ცნობილია, უარყოფითი პოტენციური ენერგია გააჩნია. ეს იმას ნიშნავს, რომ გრავიტაციული ენერგიის და ახლად დაბადებული ნაწილაკების დადებითი ენერგიების ჯამი ნულს მიუახლოვდება. ამიტომ სხვა სამყაროს შექმნა საკმაოდ მცირე ენერგეტიკული დანახარჯებითაცაა შესაძლებელი. ხოლო სამყაროსეული კანიბალიზმის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნება თუ მომავალი სამყაროს პატარა ჩანასახს ვაიძულებთ გარკვეული დროის მანძილზე აჩქარებით გაფართოვდეს. ზომებში სწრაფად მზარდი ახალი სამყარო შინაგანი რესურსებით საკუთარ სივრცეს შექმნის და მალე ჰორიზონტს მიღმა აღმოჩნდება, რითაც მშობელი სამყაროს ცივილიზაციის თვალთახედვიდან საბოლოოდ გაქრება.

 სინჯარაში გაჩენილი სამყარო

 ლაბორატორიული შექმნის ასეთი სცენარი არ ეწინააღმდეგება ინფლაციური კოსმოლოგიის ზოგიერთ ვერსიას. როგორც ცნობილია, ის პოსტულირებას უკეთებს განსაკუთრებული კვანტური ველების – ინფლატონების – ფლუქტუაციით ზემიკროსკოპული წერტილის სამყაროს ზომებამდე „გაბერვას“. შესაბამისი პირობების დროს ასეთი ფლუქტუაციები მომავალი ჩანასახის გეომეტრიული ზომების ექსპონენციალურ ზრდას გამოიწვევს, რაც გამა-კვანტებისა და დანარჩენი ნაწილაკების მასიურად გაჩენით დასრულედება. თუ ექსპერიმენტში ამ პირობების რეალიზება მოხერდა, მაშინ ლაბორატორიულ პირობებში ახალი სამყაროს ემბრიონის გამოყვანაც მოხერხდება.


ინფლაციური კოსმოლოგია
 ინფლაციური მოდელის თანახმად, რომელიც ალან გუტმა 1980 წელს წარმოადგინა და მოგვიანებით ანდრეი ლინდემ, პოლ სტეინჰარდტმა და ანდრეას ალბრეჰტმა დახვეწეს, დიდი აფეთქებიდან დაახლოებით 10-36 წამში სამყარომ უკიდურესად სწრაფად დაიწყო გაფართოება, 10-34 წამის განმავლობაში მისი ზომა 1050-ჯერ  გაიზარდა. სწორედ ამ სტადიას ქვია ინფლაციური(inflation — გაბერვა). ინფლაციური გაფართოების მამოძრავებელი ძალა იყო ფიზიკური ვაკუუმი – პირველადი სკალარული ველი, რომელიც უარყოფით წნევას ფლობდა(ანუ ანტიგრავიტაცია). ინფლაცია გაგრძელდა მომენტამდე, როცა ამ ველის ინტენსიურობა მინიმუმამდე შემცირდა. ველის კვანტურმა ფლუქტუაციებმა მინიმუმთან მიახლოების დროს ნაწილაკებით გაავსო ჩვენი სამყარო, რომელმაც შემდგომი, თუმცა შედარებით ნელი, გაფართოება გააგრძელა.

 ამასთან ერთად ფუნდამენტური ფიზიკური თვისებები წნევის, ტემპერატურის და ინფლატონური ველის დაძაბულობის ისეთ კომბინაციაზე იქნება დამოკიდებული, რომლებსაც ექსპერიმენტატორები აირჩევენ. კერძოდ, მათ შეუძლიათ სიცოცხლის გაჩენისათვის საჭირო მაქსიმალურად შესაბამისი პირობების შექმნა. ზოგიერთი კოსმოლუგი იმასაც უშვებს, რომ ჩვენი სამყარო სწორედ ასეთი გზით შეიქმნა.

 სამყარო მემკვიდრეობით

 უნდა ვაღიაროთ, რომ ასეთი პროექტები – ალტრუიზმის(თანამოძმისთვის უანგარო ზრუნვა) აღზევებაა, რადგან მშობელი ცივილიზაცია ამით ვერანაირ სარგებელს ვერ მიიღებს, ვერც ენერგიას, ვერც მინერალებს და ინფორმაციასაც კი. მაშინ რა საჭიროა ამაზე ძალებისა და საშუალებების ხარჯვა? სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორის ანდრეი ლინდეს აზრით, რომელიც ოც წელზე მეტია სამყაროს კონსტრუირების საკითხებს იკვლევს, ასეთი წამოწყების ერთად-ერთი და გონივრული მიზანია მომავალი სამყაროს მკვიდრთათვის მნიშვნელოვანი მონაცემების გადაცემა, რომლებიც მათ ინტელექტუალური და ტექნიკური პროგრესის მიღწევაში დაეხმარებათ: „სწორედ ასე იქცევიან მშობლები, როცა შვილებს მემკვიდრეობით თავიანთ გამოცდილებას უტოვებენ“.

 წერილი შემქმნელისაგან

  როგორ დავინახოთ ასეთი შეტყობინება? მომავალი სამყაროს გარსზე ასეთი ნიშნები რომ დაიწეროს, ინფლაციური გაფართოება მას უზარმაზარ ზომებამდე გაწელავს, სიმბოლოების წაკითხვა კი შეუძლებელი გახდება. თუმცა, ინფორმაციის კოდირება შეიძლება მომავალი სამყაროს ფიზიკურ თვისებებში – მაგალითად, ელემენტარულ ნაწილაკებს შორის თანაფარდობა. „თუ მე ჩემსავე შექმნილი სამყაროს მკვიდრთ წერილს გავუგზავნი, ამბობს ლინდე, მას ფიზიკის ლოკალურ კანონებში ჩავწერდი. ხოლო გრძელი გზავნილის შესაქმნელად მე ამ კანონების საკმაო გართულება დამჭირდებოდა. მაგალითად, საჭიროა იმაზე ზრუნვა, რომ ელექტრონის, პროტონის და ნეიტრონის მასები ერთმანეთთან იყვნენ არატრივიალურ თანაფარდობაში, რომლის ამოხსნა მომავალი ფიზიკოსებისთვის სერიოზულ ამოცანად იქცევა. ამიტომ გამორიცხული არაა, რომ ჩვენ, უნებურად, უმაღლესი გონისგან გამოგზავნილი კოდის გაშიფვრას ვცდილობთ, არ ვგულისხმობ ღვთაებრივ შემქმნელებს“. ხოოოოოოოო…….

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.