ფიზიკოსებმა სამყაროს ყველაზე მასშტაბური მოდელირება ჩაატარეს

 მეცნიერთა ნაშრომი ჟურნალ Journal of the Korean Astronomical Society-ში გამოჩნდება, მისი პრეპრინტი კი შეგიძლიათ ნახოთ arXiv.org-ზე.

მოდელ Horizon Run 3-ის საფუძველში ჩადებული იყო ე.წ. N სხეულების ამოცანა, რომელიც გრავიტაციულად დაკაშირებული სხეულების მოძრაობას აღწერს. მთლიანობაში 216 მილიარდი ობიექტის მოძრაობათა მოდელირება მოხდა, 10 გიგაპარსეკიან სივრცულ მასშტაბზე. სისტემის დროითი განაწილება 600 წერტილს შეადგენდა. მოდელის ყველა პარამეტრის ნახვა შესაძლებელია აქ.

წინა მოდელის( Horizon Run 2) ჩარჩოებში მეცნიერებმა 10 მილიონი ობიექტის მოდელირება 500 მეგაპარსეკიან მასშტაბზე მოახდინეს. ნამუშევარში გათვალისწინებული იყო ცივი(ანუ კლასიკური სიჩქარეებით მოძრავი) ბნელი მატერიის – ე.წ. მოდელი ლამბდა – CDM.

მოდელირების მიზანი იყო სამყაროში მსხვილმასშტაბიანი სტრუქტურების უშუალო მიღება კომპიუტერში. მოდელის მუშაობას 20 დღის განმავლობაში კორეული სუპერკომპიუტერი Tachyon II უზრუნველყოფდა(46-ე ადგილი მსოფლიოში არსებულ სუპერკომპიუტერთა შორის). როგორც აღმოჩნდა,შედეგები კარგად ეთანხმებოდა სამყაროზე პრაქტიკული დაკვირვებებით მიღებულ შედეგებს.

კერძოდ, შორეული გალაქტიკური გროვების წითელი წანაცვლებები დაშვებული მაჩვენებლების ფარგლებში აღმოჩნდნენ. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მათ მიერ შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფა ასტრონომიის ურთულესი ამოცანების ამოხსნას შეძლებს.

კომპიუტერული მოდელირება თანამედროვე ასტრონომიის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია – პროცესთა უმრავლესობა, მაგალითად, ვარსკვლავებში აღიწერება განტოლებებით, რომელთა ამოხსნა მოდელირების გარეშე შეუძლებელია. მოდელირებით ხდება ვარსკვლავების გაზურ-მტვროვანი ღრუბლიდან წარმოქმნის პროცესის დადგენა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.