ჰიგსის ბოზონი რეგისტრაციას ისევ გადაურჩა

ამის შესახებ იყო საუბარი ცერნის მიერ სპეციალურად ორგანიზებულ სემინარზე, რომელის ტრანსლაციაც პირდაპირ ეთერში ხდებოდა. კვირის დასაწყისში გავრცელდა ჭორი, რომ თითქოს ცერნი ჰიგსის აღმოჩენაზე აპირებდა განცხადების გაკეთებას.

მეცნიერებმა ახალ მონაცემებში გარკვეული “სიგნალი” დაინახეს, რომელიც ჰიგსის ბოზონის არსებობას 126 გიგაეკექტრონვოლტ ენერგიაზე მიუთითებს. ამასათნ ერთად, აღმოჩენილი სიგნალის სტატისტიკური ღირებულება არასაკმარისია, იმისათვის, რომ მეცნიერებმა ჰიგსის აღმოჩენაზე თავდაჯერებულად ილაპარაკონ. მომავალი წლის შეჯახებების ინტენსიობის გაზრდა მკვლევარებს საშუალებას მისცემს სწრაფად აღმოაჩინონ ეს ბოზონი, ან დაამტკიცონ, რომ ის არ არსებობს(ჰიგსის ბოზონი და სამყაროს ზომა).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.