მატრიცა?!

 აშშ და გერმანელმა მეცნიერებმა, ექსპერიმენტული შემოწმების ვარიანტი წარმოადგინეს ფაქტისა, რომლის მიხედვითაც, ჩვენც და ხილული სამყაროც არის კომპიუტერული სიმულაცია (arXiv.org).

 თვითონ ჰიპოთეზა სიმულაციაზე, რომლის შესახებაც ლაპარაკია, ცნობილმა შვედმა ფილოსოფოს-ტრანსჰუმანისტმა, ნიკ ბოსტრომმა, 2003 წელს ჟურნალ Philosophical Quarterly -ში გამოაქვეყნა. მას მოჰყავს არგუმენტაციები შედმეგი მტკიცებულების სასარგებლოდ: თუ ვივარაუდებთ, რომ ერთხელაც კაცობრიობა ზეცივილიზაციის დონემდე განვითარდება, მაშინ ახლანდელი მდგომარეობა, დიდი ალბათობით, ჩვენი ზემემკვიდრეების მიერ მოდელირებული ევოლუციის პროცესია. ბუნებრივია, რომ  ბოსტრომის ნამუშევარი კრიტიკის ქარცეცხლში არაერთხელ მოჰყვა.

 მეცნიერები, ახალი ნამუშევრის ჩარჩოებში, სიმულციის საკითხს ფიზიკით მიუდგნენ. მათ ივარაუდეს, რომ გამოთვლები მომავლის ზეკომპიუტერებით, კვანტური ქრომოდინამიკის საფუძველზე ტარდება, დისკრეტულ რიცხვით ბადეზე მცირე სივრცული შესაძლებლობით. ამჟამად, მსგავსი მოდელირება ხდება რამდენიმე ფემტომეტრიან (10-15მ) არეზე, 0,1 ფემტომეტრიანი ბიჯით. ფიზიკოსთა გამოთვლებით, მეტრი მეტრზე ზომის სივრცეში, იგივე ბიჯით, თანამედროვე გამოთვლითი სისტემების შესაძლებლობათა ზრდის ახლანდელი ტემპით, მოდელირება უკვე 140 წლის მერე იქნება შესაძლებელი.

 ანალიზის მიხედვით, თუ სამყარო კომპიუტერული სიმულაციაა, მაშინ კოსმოსური სხივების (1; 2) სპექტრში, გარკვეულ ენერგიებზე, წყვეტა უნდა იყოს. აღსანიშნავია, რომ ასეთი წყვეტა მართლაც არსებობს – ეს გრაიზენ-ზაცეპინ-კუზმინის ზღვარია, რომელიც 50 (1018 ელექტრონვოლტი) ეკსაელექტრონვოლტს შეადგენს. იმისათვის, რომ ეს ზღვარი კომპიუტერული სიმულაციის არტეფაქტათ იქცეს, მისი სივრცული ბიჯი არსებულ მოდელებზე 11 რიგით მცირე უნდა იყოს.

 გარდა ამისა, კოსმოსური სხივების განაწილებას სიმეტრია უნდა ჰქონდეს მიღებული ბადისაგან, რომელზეც გამოთვლები ხდება. როგორც შედეგი, მაგალითად, თუ ეს ბადე კუბური ფორმისაა, მაშინ განაწილება ძლიერად არაიზოტროპული (ერთგვაროვანი) უნდა იყოს. რამდენადაა შესაძლებელი ამდაგვარი წინასწარმეტყველების თანამედროვე ტექნიკით შემოწმება, ავტორები არაფერს ამბობენ (სამყარო ჰოლოგრამაა?!).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.