ყველაზე ამტანი ხავსზე

 ნუთუ უცხოპლანეტელია? ალბათ არა, თუმცა, დედამიწაზე მცხოვრებ ნელა მოძრავ არსებებს შორის, ამის საუკეთესო კანდიდატი იქნებოდა, რადგან ნელმავლებს (tardigrades), როგორც ცნობილია, საკვების გარეშე არსებობა ათეულობით წლის განმავლობაში შეუძლიათ, ცოცხლები რჩებიან ტემპერატურის თითქმის აბსოლუტური ნულიდან, წყლის დუღილის ტემპერატურამდე ცვლილებისას, არც ლამის ნულის ტოლი წნევა აშინებთ და არც მისი მაღალი მნიშვნელობები, ასევე, პირდაპირი რადიოაქტიური ზემოქმედება. ამ ექსტრემოფილთა სიცოცხლისუნარიანობა, 2011 წელს, ღია კოსმოსში შეამოწმეს (ცოცხალი ორგანიზმები ღია კოსმოსში). მას, საკუთარი დნმ-ს აღდგენა და წყლის რაოდენობის რამდენიმე პროცენტამდე დაყვანა შეუძლია. ზოგიერთი ნელმავალნი, არც თუ ისე დიდი ხნის წინათ, კინაღამ მართლაც უცხოპლანეტელებად იქცნენ, როცა ისინი საპლანეტათშორისო ავტომატური ზონდის, ”ფობოს-გრუნტის” ბორტზე მოათავსეს, თუმცა, მისია ვერ შედგა და კაფსულა დედამიწის ორბიტაზე დარჩა. ნელმავალნი, ადამიანზე მეტად გავრცელებული არსებებია. ამ ელექტრონულ მიკროფოტოზე, გაძლიერებული ფერებით, ხავსზე მცოცავი მილიმეტრიანი ნელმავალია წარმოდგენილი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.