70-80-იან წლებში რუსულმა ზონდებმა ვენერაზე მიკრობები გადაიღო?!

 70-80-იან წლებში საბჭოთა ზონდებმა ვენერაზე დაშვების მერე, პლანეტის ზედაპირზე გადაიღეს ობიექტები, რომლებსაც ”ცოცხალი არსებების” თვისებები გააჩნდა. ამის შესახებ წერს რუსეთის კოსმოსური კვლევების ინსტიტუტის ლაბორატორიის ხელმძღვანელი ლეონიდ ქსანფომალიტი, გამომცემლობა ”ასტრონომულ მაცნეში”(პუბლიკაცია ”დისკუსიურ” ხასიათს ატარებს).
ქსანფომალიტის თქმით, ჩანაწარებისადმი ინტერესი, რომლებიც წინა საუკუნეში ”ვენერას” სერიის ზონდებმა გადაიღო, უამრავი ეკზოპლანეტების აღმოჩენამ გამოიწვია.


ე.წ. ”მორიელი” ვენერაზე.
 ”ვენერა-9” და ”ვენერა-10”-ით 1975 წელს, ”ვენერა-13” და ”ვენერა-14”-ით 1982 წელს გადაღბულ სატელევიზიო პანორამების სერიაში დაფიქსირებულ იქნა 0,1-0,5 მეტრის ზომის ობიექტები, რომლებიც გადაღების პროცესში იცვლებოდნენ და ამის ახსნა კამერაზე რაიმე ეფექტების ზემოქმედებით ძნელი იქნება.
”თუ არ ვიკამათებთ დამკვიდრებულ წარმოდგენაზე, ვენერაზე სიცოცხლის არსებობის შეუძლებლობის შესახებ, შეგვიძლია გამოვთქვათ მაინც თამამი აზრი, რომ მორფოლოგიურად, ობიექტები ცოცხალ არსებებს ჰგვას” – წერს ქსანფომალიტი. მეცნიერი პირობას დებს, რომ დანარჩნი ვიდეოჩანაწერების ანალიზსაც აუცილებლად გამოაქვეყნებს(უცხოპლანეტელი ბაქტერიები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.