ვენერა

 

 ვენერა თითქმის დედამიწის ზომისაა. გამოცანად რჩება მისი საათის ისრის მიმართულებით ბრუნვის მიზეზი, სხვა პლანეტები, ისე როგორც დედამიწა, საათის ისრის საწინააღმდეგოდ ბრუნავს ღერძის გარშემო. პლანეტების ჩამოყალიბების თეორიის მიხედვით, მზე და პლანეტები ერთი მიმართულებით უნდა მოძრაობდეს და ბრუნავდეს ღერძის გარშემო. როგორც ჩანს, ჩამოყალიბების ადრეულ სტადიაზე ვენერა დიდი ზომის კოსმოსურ ობიექტს შეჯახება. ამის შედეგად მან საწინააღმდეგოდ დაიწყო ბრუნვა და თან ძალიან ნელა, იქაური ერთი დღე, 116 დედამიწისას უტოლდება (1 წელი, 225 დღე-ღამე გრძელდება). ისე გამოდის, რომ მზე, ვენერაზე დასავლეთიდან ამოდის და თან წელიწადში ორჯერ. ატმოსფერო დიდი რაოდენობით გოგირდმჟავას შეიცავს, მოდის მჟავიანი წვიმები. მერკურის მერე მეორე პლანეტაა მზესთან სიახლოვით, რის გამოც ორჯერ მეტ სინათლეს და სითბოს იღებს მისგან. მზესთან სიახლოვე და სქელი ატმოსფერო ზედაპირის +480°C-მდე გაცხელებას იწვევს. ცაზე მზის და მთვარის მერე მესამე ობიექტია სიკაშკაშის მიხედვით (ვენერას მზვერავები).

 რადარით სკანირებული ვენერას ზედაპირი და “აპოლოს” მისიით გადაღებული დედამიწა (ხილულ დიაპაზონში ვენერას ზედაპირი არ ჩანს).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.