რა აღარ ცვივა ციდან

 

  

1877 წლის თებერვალში ყვითელი, ბურბუშელას მაგვარი ნივთიერება ჩამოცვივდა გერმანიაში, ის იყო მკვრივი, ჰქონდა ისრების და სხვა ფორმები.

 ავსტრალიელმა ზოოლოგმა ჯილბერტ ვითლეიმ გააკეთა ჩანაწერები წვიმების შესახებ, რომლებიც 1972 წელს მოვიდა, 50-მდე შემთხვევაში წვიმის წვეთების მაგივრად ბაყაყები ცვიოდა.

 1981 წელს ნაფლიონში,საბერძნეთი, მოვიდა ბაყაყის წვიმა, როგორც ჩანს ბაყაყებმა ძალიან დიდი გზა გაიარეს, რადგან ასეთი ჯიშის ბაყაყები აფრიკაში ცხოვრობენ.

 ბაყაყის წვიმის შემდეგ 1901 წელს მინეაპოლისის მოქალაქეებმა,შტატი მინესოტა, აღმოაჩინეს, რომ ოთხი ქუჩა დაფარული იყო რამდენიმე სანტიმეტრიანი სისქის ბაყაყებისგან შემდგარი ფენით,  რაც გადადგილებას შეუძლებელს ხდიდა.  
 1947 წლის 23 ოქტომბერს, 7-სა და 8 საათს შორის, მარკსვილში თევზები ჩამოცვივდა, მათი რაოდენობა დაახლოებით 1 ცალი იყო ყოველ კვადრატულ მეტრზე.

 1957 წლის 28 ივნისს ათასობით წვრილი თევზი, ბაყაყი და მდინარის კიბო ჩამოცვივდა ტომასვილთან ახლოს, ბევრი თევზი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.

 1974 წელს რამდენიმე დღის განმავლობაში მოდიოდა კვერცხის წვიმა ბერკშირის(ინგლისი) ერთ-ერთი სკოლის თავზე.
 1969 წელს ბრაზილიის დიდ ტერიტორიაზე მოდიოდა სისხლის წვიმა.

 1989 წელს თავმომწვარი და თავმოჭრილი ხის თოჯინები ცვიოდა ესპანეთის ქალაქ ლას-პილასზე.

 2004 წლის 6 თებერვალს ჩინეთის ქალაქ ცზიანსუს ციდან ათასობით ერთი სახეობის მკვდარი ფრინველი ჩამოცვივდა.

 2004 წლის 18 აგვისტოს უელსის საგრაფოში ციდან თევზები ჩამოცვივდა.

 2005 წლის 26 ივლისს, ბაყაყები, რომლებიც ამ ადგილებში არ ბინადრობენ, ჩამოცვივდნენ სერბეთში.

 2007 წელს ბაყაყებისა და ობობების წვიმა მოდიოდა ალიკეანტეში(ესპანეთი) და სალტაში(არგენტინა).

 2008 წლის 31 ივლისს სისხლის წვიმა(დადასტურებული ლაბორატორიული კვლევით) მოდიოდა  კოლუმბიის ქალაქ ჩოკოში.

 2009 წელს თავკომბალების წვიმა მოდიოდა იაპონიის ფრეფექტურა იშიკავას თავზე.
 ავსტრალიის უდაბნოში მდებარე ქალაქ ლაჯამანუში თევზის წვიმა მოვიდა. ზოგიერთი თევზი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ექსპერტები თვლიან, რომ ეს ქორჭილები ქარიშხლის პსხვერპლი გახდნენ, რომელიც ამ ადგილიდან 500 კმ-ით დაშორებულ მდინარესთან იყო.
უკანასკნელი 30 წლის მანძილზე თევზის წვიმა რამდენიმეჯერ დაფიქსირდა 1974 და 2004 წლებში.

One comment

  1. უფრო საინტერესოა სისხლის წვიმის წარმომავლობა. ბაყაყები და თევზები….ცოტა კლასიკურია 🙂

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.