თოვლის ფიფქივით

 დღევანდელი დღისთვის ასტრონომთა უმრავლესობა იზიარებს აზრს იმის შესახებ, რომ ელიფსური გალაქტიკები ყალიბდებიან სპირალური გალაქტიკების შერწყმით. თუმცა არსებობს მეორე ვერსიაც, რომელის მიხედვით, ეს გალაქტიკები იბადებიან ”ჩანასახისგან” – ვარსკვლავთგროვასგან, რომელსაც ნელ-ნელა, გრავიტაციული ძალებით უერთდებიან მცირე ზომის გალაქტიკები. თვითონ ”ჩანასახი” კი ჩნდება გიგანტური გაზური ღრუბლის კოლაფსით, თავისივე გრავიტაციის ზემოქმედებით შეკუმშვის მერე(ვარსკვლავთშორისი გაზის ერთ ადგილზე თავმოყრით და შეკუმშვით ჩნდებიან ვარსკვლავები).

 ახალი ნაშრომის ავტორებმა შეისწავლეს გალაქტიკა NGC 1407, ერიდანის თანავარსკვლავედში. გალაქტიკის შემადგენელ მნათობთა ფერი დამოკიდებულია მათ ქიმიურ შემადგენლობაზე. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ NGC 1407-ში მძიმე მეტალები არათანაბრადაა განაწილებული – მათი კონცენტრაცია მაქსიმალურია ცენტრში და თნდათნობით იკლებს პერიფერიებისკენ. ასეთი განაწილება შეიძლება იყოს ირიბი დადასტურება იმისა, რომ NGC 1407 ჩამოყალიბდა თოვლის ფიფქის პრინციპით: ცენტრში მასიურ მნათობთა რიცხვი კიდეებზე მყოფ მსუბუქ ვარსკვლავთა რაოდენობაზე მეტია, მასიურები თავისი ძლიერი გრავიტაციით იზიდავენ და გალაქტიკაში აკავებენ გარშემო მყოფ მატერიას.

მცირე ხნის წინათ კიდევ ერთმა კოლექტივმა წარმოადგინა ძველი გალაქტიკების ჩამოყალიბების პრინციპის თავისი ვარიანტი – ასეთი გალაქტიკები შეიძლება გარემო სივრცეში მყოფი ცივი გაზების ”შეწოვით” ყალიბდებიან.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.