”ცნობისმოყვარემ” მარსზე კალციუმით მდიდიარი ფენები აღმოაჩინა

 პირველი ბურღვის ობიექტად „ცნობისმოყვარესთვის“ უცნაური დანალექი ქანები იქნება, დაშვების ადგილიდან ნახევარი კილომეტრის მანძილზე(NASA).  კვლევის ობიექტი იქნება ქვა, რომელსაც მარსმავლის გუნდმა „ჯონ ქლაინი“ უწოდა, მისიის ერთ-ერთი მონაწილის სახელის მიხედვით, ის 2011 წელს გარდაიცვალა. ამ ქვამ მკვლევართა ყურადღება უცნაური თეთრი ჩანართებით მიიქცია, რომლებიც, როგორც მკვლევარები თვლიან, წყლის ზემოქმედებით წარმოიქმნა. მოწყობილობა ChemCam-ით ადრე ჩატარებული ანალიზით დადგინდა, რომ ისინი კალციუმის სულფატის ჰიდრატებისგან შედგება, რომლებიც ბასინიტს ან თაბაშირს ჰგვანან. დედამიწაზე ასეთი ჩანართები, ქანებში ცირკულირებული წყლით ფორმირდებიან.

ჯასთინ მაკი, რომელიც ჯგუფ Engineering Camera Team Lead-ის წამყვანი მეცნიერია ამბობს, რომ მათმა ავტომატურმა ქიმიურმა ლაბორატორიამ კალციუმით მდიდარი ფენები აღმოაჩინა. თან, ისინი ძალიან ჰგვანან ფენებს, რომლებიც მინიმუმ 55,76 მილიონი კილომეტრის მოშირებით მდებარე დედამიწაზეც მოიპოვება.
 მოზაიკური ფოტოსურათი, რომელიც 2012 წლის 12 დეკემბერს გადაღბული რამდენიმე სურათითაა შედგენილი, მარსული ქვის ქანის ” Sheepbed”-ის დემონსტრირებას ახდენს. ის რეგიონ ” Yellowknife Bay”-ში მდებარეობს და კალციუმით მდიდარი ჩანართები გააჩნია.
 შედარებისთვის მარჯვნივ დედამიწისეული მსგავსი ქანია წარმოდგენილი. ზომების უკეთ აღსაქმელად ფოტოზე ეგვიპტის უდაბნოში ნაპოვნ ქანზე პატარა გასაშლელი დანაა დადებული.
ეს ბურღვა მალე მარსზე ჩატარებულ პირველ ბურღვად იქცევა. ნასას სპეციალისტთა თქმით, მათ „არ გაუკვირდებათ, თუ ეს პროცესი ისე არ ჩატარდება, როგორც დაგეგმილი იყო“. ბურღის გაჭედვის შემთხვევაში, „ცნობისმოყვარეს“ მისი მოშორება და ახლით შეცვლა შეუძლია. ბურღვით მიღებული ნიმუშები მარსმავლის შიგნით, ანალიზატორ SAM-ში მოთავსდება.

მარსმავლის ბურღი 5 სანტიმეტრის სიღრმეზე ჩადის. ასეთი სიღრმიდან ამოღებულ ნიმუშებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს მინერალების გეოლოგიის შესწავლაში, თუმცა, მოდელირების მიხედვით, ისინი ორგანულ ნივთიერებებს არ უნდა შეიცავდნენ. ეს მარსზე არსებულ მაიონიზირებელ გამოსიხვებას უკავშირდება, რომელიც 10 სანტიმეტრზე მცირე სირღმეზე ორგანულ ნაერთებს შლის.
აქვე წარმოგიდგენთ მარსის ორბიტაზე მდებარე თანამგზავრით MRO გადაღებულ „ცნობისმოყვარეობის“ მიერ გეილის კრატერში განვლილ გზას. რეგიონ „Bradbury Landing“-დან ახლანდელი მდებარეობის ადგილამდე – „Yellowknife Bay“.
httpv://www.youtube.com/watch?v=lFZEsGr36Ls

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.