ყველაზე მაგარი მანქანა…

 ხომ არ გგონიათ, რომ მსოფლიოში ყველაზე უფრო თანამედროვე ავტომობილი Bugatti Veyron-ია? ან ფორმულა 1-ის ბოლიდი? ყველანაირი პლიუსების მიუხდავად, ისინი მაინც ჩვეულებრივი მანქანებია. კი, ასეთი მოდელებით, ავტომშენებლობა მუდმივ პატარა ნაბიჯებს დგამს წინ, თუმცა არა საკაცობრიო მნიშვნელობის დიდ ნაბიჯებს. ეს საკმაოდ უცნაურ და ნელ სატრანსპორტო საშუალებას – ”ქიურიოზითის”(ცნობისმოყვარეობა) შეუძლია, ის ხომ არა დედამიწაზე, არამედ მარსზე მოძრაობს.

 ახალი მარსმავლის შექმნას დიდი დრო დასჭირდა. კონკურსი მარსულ ავტომობილზე ჯერ კიდევ 2004 წელს გამოცხადდა. საბოლოოდ მისი დამზადებით ორი დიდი საწარმოს Boeing-ისა და Lockheed Martin-ის ინჟინრები დაკავდნენ. თავდაპირველად მარსმავლის წითელი პლანეტისკენ გაგზავნა 2009 წლისთვის იგეგმებოდა, თუმცა პრობლემების გამო 2011 წლამდე გადაიდო. აღსანიშნავია, რომ სახელი Curiosity, 12 წლის მოსწავლემ მოიგონა, რომელმაც სპეციალურად ორგანიზებულ კონკურსში გაიმარჯვა. იყო სხვა ვარიანტებიც – ”სასწაული”, ”აისი”, ”თავგადასავალი”, მოგზაურობა”, სწრაფვა”, ხილვა”, ”აღქმა”.

მზის სისტემის პლანეტათა შორის მარსი(მეოთხე მზიდან) ყველაზე ძალიან ჰგავს დედამიწას(მესამე მზიდან). მარსზე არის ნახშირჟანგისგან შემდგარი ატმოსფერო, თუმცა ძალიან გაიშვიათებული. მიუხედავად ამისა ტემპერატურა პლანეტზე არც თუ ისე დაბალია, როგორც შეიძლება მოგვეჩვენოს. დღისით -50 გრადუსი, თუმცა ეკვატორზე, შუა დღეს, ტემპერატურა +20-მდე იწევს(პოლუსებზე ზამთარში -150°).

  რა საკვირველია, Curiosity, ერთი შეხედვით, სულაც არ ჰგავს ჩვენთვის ნაცნობ ავტომობილებს. თუმცა ის მაინც სატრანსპორტო საშუალებაა, რომელსაც აქვს ბორბლები(6), დამოუკიდებელი დაკიდება, ძრავა, აკუმულატორი და სხვა. თან, თუ წინა მარსმავლები სათამაშოს ზომის იყო, Curiosity მსუბუქი ავტომობილის ზომისაა. მისი სიგრძე დაახლოებით 3 მეტრია, მასა 900 კგ. ხუთჯერ მძიმე ვიდრე მარსმავალები Spirit და Opportunity.


ავტოსამყაროში ასეთი ტენდენციაა, ყოველი შემდეგი თაობის მანქანა წინაზე დიდია. ეს მარსმავლებისთვისაც ასეა: პირველი ამერიკული მარსმავალი Sojourner-ი ყველაზე პატარაა, Curiosity – ყველაზე დიდი. შუალედურ მდგომარეობას Spirit-ი და Opportunity იკავებს.

 ასეთმა ზომებმა ნასას სპეციალისტებს სრულიად განსხვავებული დაჯდომის სისტემის შექმნა აიძულა. აქამდე მარსზე ჯდებოდა პლატფორმა, რომლიდანაც მარსმავალი გადმოდიოდა, Curiosity-ის შემთხევვაში პლათფორმა ძალიან დიდი იქნებოდა. ამის გამო იქნა მოგონილი ”ციური ამწე”, რომლის წყალობითაც Curiosity მარსზე საკუთარ ბორბლებზე დაეშვა. დაშვება წარმატებით დასრულდა, ინჟინრების თქმით ”ციური ამწე” Curiosity-ზე გაცილებით მძიმე ობიეტქბის დასმასაც შეძლებს.


Curiosity მარსზე 6 აგვისტოს დაჯდა. დაჯდომის ადგილია 154 კილომეტრიანი გეილის კრატერი, 5 კილომეტრიანი მწვერვალით ცენტრში. ითვლება, რომ აქ ოდესღაც ზღვა იყო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მის ზედაპირზე სხვა და სხვა გვარი მინერალები შეიძება იყოს დალექილი. 10-30 მარსული დღე-ღამის განმავლობში აპარატის ათივე მთავარი ინსტრუმენტი დაიწყებს მუშაობას. მარსული დღე-ღამე 24,66 საათი გრძელდება, წელიწადი კი 687 დედამიწისეული დღე-ღამე.

 Curiosity-ის მთავარი ამოცანა არა მარტო წითელი პლანეტის კვლევაა, არამედ მზადება პილოტირებული მისიებისთვისაც! და ეს ხუმრობა არაა! ნასაში ჯერჯერობით ამ თემაზე სიფრთხილით საუბრობენ, თუმცა არავინ ეჭვობს, რომ მომდევნო გლობალური მასშტაბის მისია, ადამიანების მარსზე გადასხმა იქნება. არა მარტო გადასხმა, არამედ ბაზის შექმნა, რომელიც წლების განმავლობაში იმუშავებს(მარსამდე მიღწევას ხომ დაახლოებით 9 თვე სჭირდება).


Curiosity-მ მუშაობა უკვე დაიწყო. გრუნტის კვლევითა და წყლის ძებნით ჯერ არ არის დაკავებული, თუმცა წითლი პლანეტის პირველი ფოტოები მან უკვე გადმოსცა. Curiosity რამდენიმე კამერითაა აღჭურვილი, რომელთა საშუალებით ფოტოების გადაღება და აპარატის სივრცული ორიენტირება ხდება, უფრო მოკლე და უსაფრთხო მარშრუტის შერჩევად.

 Curiosity-ის კიდევ ერთი განსაკუთრებული ელემენტია ძრავასათვის საჭირო ”საწვავი”. ადრე ამ მიზნით მზის ბატერეებს იყენებდნენ. Curiosity კი ძალიან მძიმეა და დიდი(900კგ. მარსის პირობებში 340 კგ.), მზის ბატარეები მას არ ეყოფა. ამის გამო აპარატი და მისი ინსტრუმენტები პლუტონიუმ-238-ის დაშლის ენერგიაზე მუშაობს – ის 2,5 კვტ. სითბურ და 125 ვტ. ელექტრულ ენერგიას გამოიმუშავებს. 4,5 კილოგრამი პლუტონიუმი მარსმავალს 14 წელი ეყოფა(თუმცა არავინ იცის, რამდენს გადააჭარბებს თვითონ Curiosity დაგეგმილ 2 წელიწადს).


კამერებიდან ერთ-ერთი – ChemCam, სპეციალურ ლაზერთან ერათდ მუშაობს. ლაზერი ქანებს ააორთქლებს, ChemCam-ი კი მათ სპექტრულ ანალიზს ჩაატარებს.

 რას მოგვცემს ავტომობილი სახელად Curiosity ჩვენ? ჯერჯერობით არაფერს. ამ მომენტისთვის, ეს მხოლოდ სუფთა მეცნიერებაა. თუმცა, ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ სწორედ ასეთი პროექტებით იგონებს კაცობრიობა რაიმე ახალს. მოჩვენებითი მოკრძალებულობის მიუხედავად, Curiosity, გაგარინის კოსმოსში გაფრენასა და ადამიანის მთვარზე გადასხმას(აპოლონი) შეიძლება შევადაროთ.


საუკეთესო ანიმაცია ”ცნობისმოყვარესგან”.

 მარსის ავტოპარკი


”ლუნოხოდ-1”.

 პირველი ციური ობიექტი, სადაც ადამიანებმა თვითმავალი სატრანსპორტო საშუალება გააგზავნეს, დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრი მთვარე იყო(1970წ). ლაპრაკია ”ლუნოხოდ-1”-ზე, რომელიც საბჭოთა მეცნიერებმა შექმნეს. მასა 900კგ, სიგანე 1600 მმ, ბორბლების დიამეტრი 50სმ, მთვარეზე გადადგილების მაქსიმალური სიჩქარე 4კმ/სთ.

 აღსანიშნავია, რომ მარსის ზედაპირზეც პირველად საბჭოთა პლანეტომავალი დაჯდა(თუ ამას ასე შეიძლება ვუწოდოთ). მანქანა, გრძელ-გრძელი სახელით – ”მარსული გამავლობის შემაფასებელი მოწყობილობა – მარსი”( ПрОП-М). პლანეტას 1971 წლის 27 ნოემბერს მიაღწია, დასაშვები აპარატი ზედაპირს დაენარცხა და განადგურდა. მალევე, 2 დეკემბერს, მეორე აპარატი მარსზე დაჯდა, თუმცა 20 წამი იმუშავა, ის ქვიშის ქარიშხალმა მწყობრიდან გამოიყვანა.


საბჭოთა მარსმავლებმა(სულ იყო ორი) მისია ვერ შეასრულეს, რის მერეც მარსის შემსწავლელი პროექტები დაიხურა.

 საბჭოთა მარსმავალი პატარა ყუთის ზომის იყო(25 სმ. х 22 სმ. х სმ.), რომელიც თვითონ ორიენტირებდა და პლანეტაზე ორი თხილამურისმაგვარი მექანიზმით გადადგილდებოდა, სიჩქარით 1 მ/სთ. ყოველი ნაბიჯის მერე მართვის ცენტრიდან ახალი ბრძანების მისაღებად ჩერდებოდა. ბრძანებები არა უშუალოდ აპარატს, არამედ დასაშვებ ”მკვლევარს” მიეწოდებოდა, რომელთანაც 15 მეტრიანი კაბელით იყო დაკავშირებული.


პატარა Sojourner(მარსზე 10,6 კგ. სიგრძე 65 სმ.)-ი თავის პირველ მარსულ ქვას იკვლევს.

 საბჭოთა კავშირის წარუმატებელი მცდელობების მერე დედამიწელებმა მარსის კვლევაში თაიმაუტი აიღეს, პლანეტამავალის იქ გადასხმა მხოლოდ 1997 წლის 4 ივლისს მოხერხდა. იმ წლებში საბჭოთა კავშირში რაც ხდებოდა კარგად გახსოვთ, ესტაფეტა კი ამერიკელებმა აიღეს – ”სუჟურნერი” წარამეტებით დაეშვა, ტექ. მიზეზების გამო პლატფორმას მხოლოდ 5 ივლისს გამოეყო და 6-ში პლანეტის კვლევა დაიწყო. ჰქონდა ქანების ქიმიური შემადგენლობის დასადგენი სპექტრომეტრი.

 Sojourner-ის დასაშვები აპარატიდან გადაღებული წრიული პანორამა.

  ნაბიჯებით მავალ აპარატზე ამერიკელებმა უარი თქვეს და მარსმავალი ექვსი 13 სანტიმეტირანი ბორბლებით აღჭურვეს, თითოეული მათგანი დამოუკიდებლად მოძრაობდა. მანქანის შიგნით 3,2 ვატის სიმძლავრის 11 ძრავი ოყო მოთავსებული(იკვებებოდნენ მზის ბატარეებით). 6 მათგანი Sojourner-ის გადაადგილებას უზრუნველყოფდა, 4 მიმართულებას იძლეოდა, ერთკი კი სპექტრომეტრისთვის იყო განკუთვნილი. აპარატს საკმაო დახრილობის ზედაპირზე შეეძლო მოძრაობა – 45°, ისე, რომ არ ბრუნდებოდა და 20სმ. სიმაღლის წინაღობასაც ადვილად გადადიოდა.


Sojourner-ი ქვა ”იოგისკენ” მიდის, ეს მის მიერ გამოკვლეული მეორე ობიექტია.

 მთელი ”მივლინება” Sojourner-მა 1997 წლის 17 სექტემბერს დაასრულა – სწორედ მაშინ დაუკავშირდა ბოლოს ნასა თავის ქმნილებას. სპექტრომეტრით შეისწავლა რამდენიმე ქვა და გადაიღო 550 ფოტო, დაადგინა, რომ მარსზე ერთ დროს ნოტიო და თბილი კლიმატი იყო. ყველა კმაყოფილი დარჩა, რადგან მისია მხოლოდ 287 მილიონი დოლარი დაჯდა.


მარსმავალ Opportunity-ს დამცავ და დასაშვებ აპარატში ათავსებენ, რაკეტამატარებელ ”დელტა-2”-ით კი მზიდან მეოთხე პლანეტაზე უშვებენ.

 ორი მომდევნო აპრატი, Spirit(Mars Exploration Rover — A) და Opportunity(MER-B), ტყუპები არიან. მარსმავალთა ეს თაობაც ექვს ბორბლიანია, ოღონდ ინსტრუმენტთა გაცილებით დიდი ნაკრებით.


ზემოთ – პლანეტამავალ ”სპირიტის” დასაშვები პლათფორმა, ხოლო ქვემოთ – 200 მეტრიანი ბონევილის კრატერის პანორამა.

 2004 წლის 4 ივლისს პირველად ”სპირიტი” დაეშვა, ხოლო იმავე წლის 25 იანვარს, პლანეტის მეორე მხარეს, ”ოპორტუნიტი”. 2009 წელს ”სპირიტი” ქვიშაში ჩაეფლო და მისია შეწყვიტა, ხოლო ”ოპორტუნიტი” მუშაობას ახლაც აგრძელებს!


დასაშვები აპარატი ცარიელი დარჩა(მარჯვნივ), ხოლო ”ოპორტუნიტი” პლანეტის გამოსაკვლევად გაემართა, მათ შორის კრატერ ამტანობის ”ცეცხლოვანი” ქარაფისაც(ქვემოთ მარცხნივ).

 Opportunity-მ  აქამდე გაუვალი გზების 8 კმ-ზე მეტი გაიარა, ქანებისა და ნიადაგის ნიმუშების შესწავლით, ასევე პანორამული ფოტოების გადაღებებით. ამჟამად, წითელ პლანეტას ორი მარსმავალი ”ოპორტუნიტი” და ”ქიურიოზითი” იკვლევს. ამგვრად, მარსის კვლევის ისტორიაში პლანეტას ოთხი მარსმავალი იკვლევდა, ახალბედას ჩათვლით. მომავალში მას კიდევ რამდენიმე ყველგანმავალი ესტუმრება: 2018 წლისთვის რუსული ”მარს-ასტერას” და ევროპული ExoMars-ის გაშვება, ხოლო 2022 წელს წითელი პლანეტიდან გრუნტის ნიმუშების დედამწიაზე ჩამოტანაა დაგეგმილი(სად დაჯდება “პასტერი”?).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *