8 წელი მარსზე!!!

ამერიკული მისია Mars Exploration Rover – ეს არის ამჟამადაც მოქმედი ნასას რობოტიზირებული მისია მარსზე, რომელშიც ორი მარსმავალია ჩართული – სპირიტი და ოპორტუნიტი(Spirit, Opportunity).  ეს ავტომატური ქიმიური ლაბორატორიები მარსის ზედაპირს იკვლევენ. მისია 2003 წელს ორი მარსმავალის კოსმოსში გაგზავნით დაიწყო, რომლებიც 2004 წელს მარსზე დაეშვნენ და პლანეტის კველვა დაიწყეს.
2004 წლის 3 იანვარს მარსზე სპირიტი დაეშვა, სამი დღის მერე მას ოპორტუნიტიც შეუერთდა.
სპირიტმა მარსის ზედაპირზე დაგეგმილი 90 დღის ნაცვლად 6 წელი იმუშავა. ამ დროის განმავლობაში, წითელ პლანეტაზე, სპირიტმა ბევრი აღმოჩენის გაკეთება შეძლო, თუმცა 2010 წლის 22 მარტს, ბოლო რადიოკავშირის შემდეგ მან მწყობრიდან გამოსვლა დაიწყო. ვერ მიიღო რა შესაბამისი დახრილობა მზის მიმართ, მზის ბატარეები მას მარსული ზამთრის გადასატანი ენერგიით ვეღარ უზრუნველყოფენ. სავარაუდოდ, ის ე.წ. ძილის რეჟიმში გადავიდა.
აპარატის შიგნით არსებულ გამათბობელთა უმრავლესობა, ენერგიის უკმარისობის გამო ასევე არ მუშაობს. ახლა მისი შიდა ტემპერატურა -55 გრადუსამდე იქნება დაცემული, როცა წინა ზამთარში ის -40-ის ქვემოთაც კი არ ჩასულა. მაღალია ალბათობა იმისა, რომ აპარატურა მუშაობის განახლებას ვეღარ შეძლებს.
ექსპერტთა გათვლებით, უახლოესი თარიღი, როცა აპარატი მიწასთან დაკავშირებას შეძლებს 23 ივლისია.

                                    Opportunity(NASA).
მარსმავალი ოპორტუნიტი მუშაობას და აღმოჩენებს აგრძელებს, თუმცა ისიც 90 დღიან მუშაობაზე იყო გათვლილი.
2011 წლის 26 ნოემბერს ოპორტუნიტისკენ გაიგზავნა კიდევ უფრო სრულყოფილი, მარსმავალებს შორის ყველაზე დიდი, ყველგანმავალი ”კურიოზიტი”(ცნობისმოყვარე). ის მარსზე 2012 წლის აგვისტოში დაეშვება. 900 კილოგრამიანი აპარატი გეილის კრატერში დაჯდება და მარსის გრუნტის კვლევას მაშინვე დაიწყებს.
ექსპერტები თვლიან, რომ მარსმავლების დაგეგმილი სამუშაო ვადის ასეთი გადაჭარბება იმაზე მეტყველებს, რომ ამერიკელებს საიმედო და ხარისხიანი კოსმოსური აპარატების აგება შეუძლიათ, ყველაზე უფრო თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. ამასთნ ერთად, ისინი თავიანთ შეცდომებზე სწავლობენ, ამიტომ არის ყოველი მომდევნო მარსმავალი წინაზე უფრო სრულყოფილი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.