კრატერი გეილი

 ამ მკაფიო გამოსახულების ცენტრში, რომელიც მარსის ხოლოვნური თანამგზავრის – ”ოდისევსი”, სითბური გამოსხივების კამერამ გადაიღო, ეკვატორთან ახლოს, 154 კილომეტრიანი კრატერი გეილი მდებარეობს.

 კრატერის შიგნით მრავალ ფენიანი მთაა, რომელიც კრატერის ფსკერიდან 5 კილომეტრის სიმაღლეზეა აღმართული. მაცნიერები თვლიან, რომ მთის ფენებიანი სტრუქტურა ძალიან დიდი ხნის წინათ ჩამოყალიბდა წყალში გახსნილი ქანების დალექვით. მთის ჩრდილოეთი კალთის ძირთან მდებარე ლაქა მარსის კვლევითი ლაბორატორიის სამიზნედ იქნა ამორჩეულ. ეს აპარატი სტარტს წლის ბოლოს აიღებს, 2012-ში კი ჰაერში მოლივლივე რეაქტიული ამწეთი ის მარსის ზედაპირზე დაეშვება. საუბარია მარსმავალ ”კურიოზიტიზე”. მისი კვლევითი ინსტრუმენტები საშუალებას მოგვცემს გავიგოთ, იყო თუ არა ოდესმე კრატერ გეილში მიკრობული სიცოცხლისათვის შესაფერისი პირობები. და საერთოდ არსებობდა თუ არა წითელ პლანეტაზე სიცოცხლე.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.