მარსი

 მასა: 0,107 დედამიწის მასისა(6,42•1023კგ); დიამეტრ: 0,532 დედამიწისა(6 786 კმ); სიმკვრივე: 3933 კგ/მ3; ექსცენტრისიტეტი: 0,093; სრული ბრუნი მზის გარშემო: 1,88 წელი – 687,0 დედამიწისეული დღე-ღამე; მზიდან დაშორება: 1,523 ა.ე.( 206,6-დან 249,2 მლნ.კმ); ორბიტაზე მოძრაობის სიჩქარე: 24,22 კმ/წმ; ღერძის გარშემო: 24სთ 37 წთ; თავისუფალი ვარდნის აჩქარება: 3,7 მ/წმ2; მეორე კოსმოსური სიჩქარე: 5,03 კმ/წმ; ალბედო: 0,2; ბრუნვის მიმართულბა: სწორი(როგორც სხვა პლანეტები, ვენერას გარდა); ზედაპირის ტემპერატურა: -125°С დან +25°С-მდე; დღე-ღამის ხანგრძლივობა: 24,62 საათი; დედამიწიდან დაშორება: 56(პირისპირ დგომა)-დან 400 მლნ.კმ-მდე.
აქვს ორი ბუნებრივი თანამგზავრი: ფობოსი და დეიმოსი.

 მონაცემებიდან როგორც ჩანს, მარსი დედამიწაზე ორჯერ პატარაა, თუმცა დღე-ღამის მონაცვლეობა თითქმის ერთნაირი აქვთ. ღერძის დახრილობა და სეზონების მონაცვლეობაც, ოღონდ იქ სეზონები 2ჯერ მეტ ხანს გრძელდება, 6 თვე გაზაფხული, 6 ზაფხული და ა.შ. დანარჩენი პლანეტებისაგან განსხვავებით ყველაზე კარგი პირობებია მომავალში ადამიანის დასასახლებლად. ატმოსფერო ძალიან გაიშვიათებულია, თუმცა საკმარისი ქვიშის ქარიშხლების წარმოსაქმნელად(სურათზე ჩრდილოეთ პოლუსზე). მაგნიტური ველიც ძალიან სუსტია, არ გამოდგება კოსმოსური გამოსხივებისგან სიცოცხლის დასაცავად.

ტორნადო მარსზე. მარსმავალი “სპირიტი”, 2007 წლის 12 აპრილი(NASA).

 ყველაზე მეტი თანამგზავრი და ზონდი ადამიანებმა მარსზე გაგზავნეს. განსაკუთრებული კვლევა მიმდინარეობს წყლისა და სიცოცხლის ნაკვალევის აღმოსაჩენად. წყალი და მისი კვალი ნამდვილად არის, მიკროორგანიზმები ან მათი კვალი ჯერჯერობით არ აღმოუჩენიათ.

 70-იან წლებში გაგზავნილი თანამგზავრებიდან მიღებულ სურათებზე აღმოჩნდა თითქოსდა ხელოვნური წარმოშობის ობიექტები – პირამიდები, ადამიანის სახის მქონე მთა. თანამედროვე საკვლევ აპარატებზე უკეთესი შესაძლებლობის კამერები და სხვა დეტექტორები არის დაყენებული, მათი საშუალებით დამტკიცდა რომ ეს მხოლოდ ოპტიკური ილუზია იყო.

 მარსს აქვს ორი ბუნებრივი თანამგზავრი – ფობოსი და დეიმოსიю მარსი ომის ღმერთია და თანამგზავრებსაც შესაბამისი სახელები აქვს – შიში და საშინელება.

 ასტრონომები თვლიანб რომ ისინი მარსმა მიიზიდა მასა და იუპიტერს შორის არსებული ასტეროიდების სარტყელიდან. ფობოსი იმდენად ახლოსაა მარსთან(5800 კმ, შედარებისთვის მთვარემდე მიწიდან თითქმის 400 000 კილომეტრია), რომ ის დაახლოებით 100 მილიონი წლის მერე ან მარსს დაენარცხება, ან მისი გრავიტაცია აქცევს ნამსხვრევებად. თუ ასე მოხდა მზის სისტემას კიდევ ერთი რგოლებიანი პლანეტა (სატურნი) შეემატება. დეიმოსი გამოირჩევა თანამგზავრებს შორის თავისი პატარა ზომით(15 კმ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.