NASA-მ დედამიწაზე ოქროსა და პლატინის არსებობას ახსნა მოუძებნა

 ჰარვარდის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსებმა ახალი მტკიცებულებები მიიღეს იმისა, რომ ოქროს სინთეზირება ნეიტრონული ვარსკვლავების შერწყმის დროს ხდება. ასეთი მოვლენის ადგილზე დაკვირვებით ინფრაწითელი გამოსხივება გამოვლინდა, რომელიც მძიმე ელემენტების დაშლაზე მიუთითებს ოქროს წარმოქმნით(arxiv.org).
იშვიათი ლითონების სახელით ცნობილი ისეთი ელემენტები როგორიცაა ოქრო, პლატინა, რენიუმი, ოსმიუმი, პალადიუმი, რუტენიუმი და პალადიუმი, თეორიულად,  აქ საერთოდ არ უნდა იყოს. დედამიწის ჩამოყალიბებისთანავე მსხვილ კოსმოსურ ობიექტთან შეჯახებისას(მარსის ზომის), რამაც მთვარის გაჩენა გამოიწვია, ეს ლითონები უნდა ჩასულიყვნენ უფრო ღრმად, ჯერ კიდევ ახალგაზრდა და თხევადი დედამიწის ბირთვში. ამ თვალსაზრისით თუ ვიმსჯელებთ გამოდის, რომ მიწის ზედა ფენებში პლატინისმაგვარი ელემენტების რაოდენობა სავარაუდოზე გაცილებით მეტია. ახსნა, სპეციალისტთა აზრით, იმალება მრავალჯერად შეჯახებებში უკვე ჩამოყალიბებულ დედამიწასთან, მთვარის ჩათვლით, პლანეტარულ შენადედებთან(ამ შენადედებით გაჩდნენ პლანეტები, ასტეროიდები, კომეტები, მეტორიტები). დედამიწაზე ჩამოვარდნილი კოსმოსური ობიექტები არ იყვნენ ისე მასიურნი, რომ აფეთქების შედეგად მათი დანაწევრებული ბირთვები ჩაძირულიყვნენ და შერწყმოდნენ დედამიწის ბირთვს. ამავე დროს მათი ზომები საკმარისი იყო იმისთვის, რომ დიდი რაოდენობით, დედამიწაზე და მის მეზობლ პლანეტებზე ჩვენთვის ასეთი ძვირფასი ლითონები მოეტანათ.
ეს კატასტროფა  რომ არა, ჩვენ არ გვექნებოდა ოქროს სამკაულები, კატალიზატორები ავტომობოლებში და ბევრი სხვა ელექტორნული მოწყობილობა, რომლებშიც  ფართოდ გამოიყენება პლატინა, პალადიუმი და სხვა იშვიათი მეტალები(ილუსტრაცია საიტებიდან – scienceblogs.com, cosmographica.com, cherrycoloured.com).
ჩამოთვლილი ლითონების მოხვედრა ანალოგიურად ხდებოდა მთვარესა და მარსზეც. დამტკიცებულია ის ფაქტიც, რომ დედამიწის წყლის საფარის შევსება სწორედ კომეტებმა და ასტეროიდებმა მოახდინეს.
კვლევის ავტორებმა კომპიუტერის საშუალებით გამოთვალეს, თუ როგორები უნდა ყოფილიყვნენ ეს პლანეტარული შენადედები, რომ ოქროს, პლატინის, ირიდიუმის და სხვა ძვირფასი ლითონების შემცველობა მიეყვანათ იმ დონემდე, როგორიც ახლა არის ჩვენი პლანეტისა და მარსის ქერქში.
კომპიუტერულმა მოდელირებამ აჩვენა, რომ რამდენიმე მილიარდი წლის წინ ჩვენს პლანეტას შეეჯახა 3000 კილომეტრამდე ზომის ობიექტი(პლუტონის ზომის). ეს საკმარისზე მეტია ლითონების პროცენტული შემცველობის შესაცვლელად, მაგრამ არ არის საკმარისი დედამიწის დასაშლელად. მთლიანობაში, ამ ოქროს ბომბარდირებამ დედამიწას მისი მასის 0,5% შესძინა.
მთვარე ასეთ ძლიერ დარტყმებს გადაურჩა, მისი სტუმრები ზომით 300 კილმეტრს უტოლდებოდნენ, ხოლო მარსზე ჩავარდნილი უდიდესი ზომის სხეულები ზომით1600-1800 კილომეტრს აღწევდნენ. ასეთი მარსული მაგალითია Borealisis სახელით ცნობილი აუზი. ასტრონომებმა უკვე აღმოაჩინეს რამდენიმე  კლდოვანი(მყარ ზედაპირიანი) ეკზოპლანეტა, რომლებიც დედამიწაზე რამდენიმეჯერ მძიმეები არიან(ზედედამიწები). მათმა რიცხვმა უკვე ხუთასს გადააჭარბა.
მოსალოდნელია, რომ უახლოეს წლებში მეცნიერები აღმოაჩენენ პლანეტებს, რომლებიც დედამიწასთან თავიანთი პარამეტრებით კიდევ უფრო ახლოს არიან. პლანეტების ფორმირების საერთო კანონზომიერებების ცოდნა მეცნიერებს მათზე სიცოცხლის არსებობის საკითხის შესწავლის დროს დაეხმარებათ(ილუსტრაცია NASA/JPL-Caltech).

 მთვარეზე უდიდესი და უძველესი კრატერია მის სამხრეთ პოლუსთან ახლოს მდებარე South Pole — Aitken, ის მაშინდელი კოლოსალური ბომბარდირების მოწმეა. რაც შეეხება მიწას, პლუტონის ზომის ობიექტი პლანეტის ბრუნვის ღერძის დახრილობის ცვლილებაზე არის პასუხისმგებელი, თვლიან მეცნიერები.
საინტერესოა ისიც, რომ ამ მოდელის სასარგებლოდ, ჰოპოთეზის ავტორებმა გამოიყენეს მთავარი ასტეროიდული სარტყელიც. მასში უდიდესი ობიექტები არიან ჰიგეა, ვესტა, პალადა, ცერერა(ნომრები 10, 4, 2 და 1 ნახატზე), ზომებით 530 დან 930 კილომეტრამდე. მთავარი ასტეროიდული სარტყლის დანარჩენი ობიექტები ზომით 230 კილომეტრს დაბლა არიან(იუნონა, ნომრით 3) ზომათა განაწილებაში, როგორც ჩანს, არის გამოტოვებული ადგილები.
ათი უდიდესი ობიექტი ასტეროიდულ სარტყელში, შედარება მთვარის ზომასთან.

 კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ ზემოთ ხსენებული ოთხეული არის გადარჩენილი პლანეტარული შენადედები. ანუ პლანეტები, რომელთაც არ ეყოთ მასალა უფრო დიდიზომების მისაღებად და რომლებიც გადაურჩნენ მზის სისტემის ახალგაზრდა პლანეტებთან შეჯახებას.
ხოლო დაკარგული ობიექტები ზომებით 230 დან 530 კმ-მდე არიან სწორედ ის სხეულები, რომლებმაც თავიანთი განადგურებით მიიტანეს ოქრო, პალადიუმი და პლატინა მარსზე, მთვარეზე და ჩვენს პლანეტაზე.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.