ბნელი მატერია

 პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ბნელი მატერია ძალიან უცნაური სუბსტანციაა, რომელიც თავის თავს მხოლოდ გრავიტაციული ურთიერთქმედებით ამჟღავნებს. თანამედროვე შეფასებით ეს მატერია სამყაროს 23-25% იკავებს, 70-73% ბნელ ენერგიაზე მოდის და მხოლოდ 4-5% ჩვეულებრივ მატერიაზე, რომლისგანაც შევდგებით ჩვენც და ყველაფერი ხილული სამყაროდან. იდეა ბნელ მატერიაზე მაშინ გაჩნდა, როცა ასტრონომებმა გალაქტიკებში ნივთიერების ნაკლებობა აღმოაჩინეს, რომლის ზემოქმედება მაინც იგრძნობოდა, ანუ მიზიდულობის ძალებს აძლიერებდა რაღაც დამალული მასა.

 პირველად, ბნელი მატრიის შესახებ 1930 წელს შვეიცარიული წარმოშობის ამერიკელი ასტრონომი ფრიც ცვიკი ალაპარაკდა (ფრიც ცვიკი(Fritz Zwicky) და ვალტერ ბაადე(Valter Baade)). მან უხილავი შემადგენელი გალაქტიკურ კლასტერებში აღმოაჩინა. ცვიკი შეერთებულ შტატებში, კალიფორნიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მუშაობდა (1925 წლიდან), ძალიან დიდი წვლილი შეიტანა თეორიულ და პრაქტიკულ ასტრონომიაში. თეორია დამალული მასის შესახებ XX საუკუნის ოცდაათიან წლებში შეიმუშავა. თეორიის მიხედვით, სამყაროს მასის ძიერითადი ნაწილი ”დამალულ მასაზე” მოდის – უხილავ ნივთიერებაზე, რომელიც თავის თავს მხოლოდ გრავიტაციულ ურთიერთქმედებაში ამჟღავნებს. ამ ნივთიერების მასა ყველა დანარჩენი დამზერადი ობიეტქბის მასაზე გაცილებით მეტია. ასევე, თეორიის თანახმად, გალაქტიკათა (მათ შორის ჩვენი გალაქტიკის) ხილულ საზღვრებს იქეთ, არამანათობელი ბნელი მატერიაა გადაჭიმული, ე.წ. ბნელი ჰალო. დამალულ მასას შავი ხვრელები და ბნელი ჯუჯებიც ეკუთვნის. დამალული მასის პრობლემაზე მუშაობა გასულ საუკუნეშიც მიმდინარეობდა და ახლაც მიდის.

 უპირველეს ყოვლისა, გრავიტაციული ლინზირების დროს გალაქტიკები უფრო მეტად გადახრიდნენ სინათლის სხივს, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

 გრავიტაციული ლინზა მის უკან მდებარე ერთი და იგივე ობიექტს 4 სხვადასხვა ადგილზე აჩვენებს.

 სინათლის სხივს მალინზირებელი ობიექტი გალაქტიკა, კვაზარი, ზემასიური შავი ხვრელი, ბნელი მატერია, თავისკენ გადახრის და შორეულ ლინზირებულ გალაქტიკებს სხვადასხვა სახეს აძლევს.

 უკან მდებარე გალაქტიკების ლინზირება წინ მდებარე გალაქტიკათა გროვების მიერ, რომელთა მასის მეტი წილი ბნელ მატერიაზე მოდის.

 გათვალისწინებული იყო, ჩვეულებრივ ვარსკვლავებთან ერთად, თეთრი ჯუჯების, შავი ხვრელების, ნეიტრონული ვარსკვლავების, ნისლეულების მოქმედებაც. თუმცა აშკარად იგრძნობოდა ზედმეტი მასის არსებობა. გალაქტიკის კიდეზე ვარსკვლავთა მოძრაობა მოსალოდნელზე სწრაფი იყო, ცენტრისკენ თავმოყრილი მასა კი მათ შესაკავებლად სააჭირო ძალის მიზიდულობას ვერ უზრუნველყოფს.

 რადგან ახსნა ვერ მოიძებნა გადაწყდა, რომ ამ ზედმეტი ძალების წყარო ბნელი მატერია იყო, რომელიც თავს მხოლოდ მიზიდულობის, ანუ გრავიტაციული ძალით ამჟღავნებს. ასეთ მატერიასაც შეუძლია შეკრება ერთ ადგილზე გალაქტიკებივით, რომლებიც ჩვეულებრივი მატერიისაგან შედგება. ეს უცნაური მატერია გალაქტიკების გარშემო ერთგვარ შემკრავ ძალას ქმნის და ვარსკვლავებს გალაქტიკაში აკავებს.

4 comments

  1. ძაან საინტერესოა მადლობა ინფორმაციისთვის

  2. ძაან საინტერესოა მადლობა ინფორმაციისთვის
    კითხვაც მაქვს შესაძლებელია თუ არა რომ ბნელი მატერიის სუბსტანცია დედამიწაზე მატერიის სახიტ არსებობდეს?

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.