”ოპორტუნიტის” სამ წლიანი მისიის ვიდეორგოლი

 ნასას მარსმავალი ”ოპორტუნიტი” კრატერ ვიქტორიადან ინდევორამდე 2008 წლის სექტემბრიდან 2011 წლის აგვისტომდე მოგზაურობდა, მარსმავალზე მომუშავე ჯგუფი კი ყოველ დღე და მთელი მოგზაურობის განმავლობაში ფოტოებს იღებდა. 309 კადრისგან შემდგარი ვიდეორგოლი სამწლიანი ისტორიული ლაშქრობის დემონსტრაციას ახდენს. პატარა კრატერებით დაფარული გზის სიგრძე 21 კილომეტრია.

 ვიდეოში ინდევორის კიდე მოჩანს, რომელიც ნაწილობრივ, მოგზაურობის დასაწყისშივე ჩანდა ჰორიზონტთან, ხოლო შემდეგ, მიახლოებასთან ერთად, ის სულ უფრო დიდი ხდებოდა. მოგზაურობის დროს გათვალისწინებული იყო საშიში ლანდშაფტების შემოვლაც.

მარსმავალზე მომუშავე ჯგუფმა ვიდეოს ხმაც მიაწერა. დაბალ სიხშირიანი მონაცემები 1000-ჯერაა აჩქარებული. აქ ხმა, არის აპარატის ვიბრაცია, წარმოქმნილი მარსის ზედაპირზე მოძრაობის დროს”, ამბობს პაოლო ბელუტა, მისიის გეგმის შემდგენი რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიიდან(პასადენა, კალიფორნიის შტატი). ”როცა ხმა მაღალია ამ დროს აპარატი მყარ ნიადაგზე მოძრაობს ან პირიქით ქვიშაზეა და ხმაც უფრო რბილდება.

 “ოპორტუნიტიმ” და მისმა ტყუპისცალმა, მარსმავალმა ”სპირიტმა”, სამ თვიანი ძირითადი მისია 2004 წლის აპრილში დაასრულეს. ორივე აპარატი დამატებით რამდენიმე წელი ფუნქციონირებდა, ორივემ გააკეთა მნიშვნელოვანი აღმოჩენა მარსის ტენიანი რეგიონების შესახებ, სადაც მიკრობული სიცოცხლის არსებობაა შესაძლებელი. 2010 წელს კავშირი ”სპირიტთან” დაიკარგა, ”ოპორტუნიტი” კი კრატერ ინდევორის შესწავლას განაგრძობს(მარსმავლები).

httpv://www.youtube.com/watch?v=NtZM6IDGaRg&feature=player_detailpage

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.