LRO-ს 10 საუკეთსო აღმოჩენა

 Lunar Reconnaissance Orbiter(LRO) ნასას ყველაზე ახალი მთვარის ზონდი 2009 წლის ივნისიდან მუშაობს და უკვე მონაცემთა ძალიან დიდი რაოდენობა გადმოსცა მიწაზე. გთავაზობთ LRO-ს 10 ყველზე დამაინტრიგებელ აღმოჩენას.
LRO
ბოლო წლების ყველზე დიდ აღმოჩენად ითვლება წყლის აღმოჩენა მთვარეზე, ყინული მთვარის დიდი კრატერების კლდოვან ნაპრალებში და ვაკეებზე. LRO-მ მთვარის წყალი აღმოაჩინა თავის პარტნიორ LCROSS-ზე დაკვირვებით, რომელიც 2009 წლის ოქტომბერში მთვარის ზედაპირს შეეჯახა. LRO-მ და სხვა კოსმოსურმა აპარატებმა, საბოლოოდ, დაამტკიცეს მთვარეზე ტონობით წყლის არსებობის ფაქტი მის ჩრდილოეთ პოლუსზე და სხვა ადგილებზეც.

ორი ორმო
LRO-მ მოიპოვა დეტალური ინფორმაციები მთვარის ორ უზარმაზარ ხვრელზე. მეცნიერები თვლიან, რომ ეს ხვრელები წარმოიქმნება მაშინ, როცა იშლება მიწისქვეშა, ლავას მიერ გაჩენილი მილი, მასზე მეტეორიტის მოხვედრის შედეგად. გამოსახულებაზე ჩანს ორმო Mare Ingenii, რომელიც მდებარეობს რაიონში, მცირე ვულკანური აქტივობის კვლებით. ორმოს დიამეტრი 130 მეტრია.

კრატერი ერმიტა
LRO-მ აღმოაჩინა, რომ ტემპერატურა კრატერ ერმიტაში -248 გრადუსია ცელსიუსით, რაც რეკორდული მაჩვენებელია, მზის სისტემაში, აქამდე გაზომილ ტემპერატურათა შორის. შედარებისთვის, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ პლუტონის ზედაპირის ტემპერატურა -184 გრადუსია ცელსიუსით. უკიდურესად ცივი რეგიონები, ერმიტას ანალოგიურად, აღმოჩენილ იქნა მუდმივად ჩრდილში მყოფი კრატერების ფსკერზე, მთვარის სამხრეთ პოლუსზეც. გაზომვები ჩატარდა ღამით, შუა ზამთარში.

მეორე მხარე
მთვარის ერთი მხარე ყოველთვის ჩვენი პალეტისკენაა მომართული. მხარეს, რომელიც კოსმოსისკენაა მიქცეული ”მეორე მხარე უნდა ერქვას” არა ”ბნელი მხარე”, რადგან ის მზის სხივების იგივე რაოდენობას იღებს, რამდენსაც ჩვენსკენ მობრუნებული მხარე. ეს გამოსახულება გვიჩვენებს მთვარის ტოპოგრაფიას, რომელიც ინსტრუმენტით LRO’ LOLA-თი გადაიღეს. უმაღლესი ადგილები ნაჩვენებია წითელი ფერით, დაბალი კი ცისფერით.

მთვარის ღერძი
ღერძის დახრილობა უმნიშვნელოა, ამიტომ არსებობენ მაღლობები, პოლუსებთან, რომლებიც მუდმივად მზის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან. ზუსტი ტოპოგრაფიული სურათის მისაღებად მეცნიერებმა LRO-ს საშუალებით განათებული ადგილების დეტალური რუქა შეადგინეს. აღმოჩნდა ადგილები მზის 96%-იანი ხილვადობით. ეს რაიონები განუწყვეტლად იქნება განათებული მზის მიერ 243 დღე წელიწადში და არ ექნებათ 24 საათზე მეტი სრული სიბნელის პერიოდები მთლიანობაში.

A11
აპოლონ-11 დასაჯდომ მოედანზე, ზუსტად აჩვენებს, თუ სად დარჩა მთვარის მოდული, ასევე კოსმონავტების კვლები და გაშლილი მოწყობილობა. ეს მნიშვნელოვანი მეცნიერული მონაცემებია, რადგან უზრუნველყოფენ აპოლონის ნიმუშების უკან დასაბრუნებელ კონტექსტს.

მთები
მთვარეზე, დედამიწისგან განსხვავებით, ყველაზე დიდი მთებიც კი წუთების განმავლობაში ჩამოყალიბდნენ, რადგან ასტეროიდები და კომეტები ზედაპირთან შეჯახების დროს, ქერქის მაღლა აწევით ქმნიდნენ უმაღლეს პიკებს.

არხები
მთვარის არხები მდინარეების კალაპოტებს ჰგავს. მათი ფორმირების მექანიზმი გამოცანად რჩება. ითვლება, რომ არსებობდა წარმოქმნის სხვა და სხვა მექანიზმი, მათ შორის უძველესი მაგმური ნაკადები და დაშლილი მიწისქვეშა ლავური მილები.

ლუნოხოდ-1
რუსული რობოტი ლუნოხოდ-1 მთვარეზე 1970 წელს დაჯდა, 1971 წლის სექტემბრამდე, სანამ აღმოაჩენდნენ, 10 კილომეტრი გაიარა. ამა წლის მარტში ჯგუფმა LROC განაცხადა, რომ ის სავარაუდო ადგილთან ახლოს იპოვეს. მთვარემავალზე მოხვედრილი ლაზერული სხივის საშუალებით, 40 წლის მერე პირველად დამყარდა კავშირი რობოტთან. ლუნოხოდ1-ის რეტრორეფლექტორმა სიგნალი უკან ხუთჯერ უკეთსად დააბრუნა, ვიდრე ბრუნდება ლუნოხოდ2-იდან.

მთვარის ზოოპარკი…
LRO-ს კამერას( LROC) ათჯერ უკეთესი გარჩევადობის საშუალება აქვს, ვიდრე დანარჩენ წინა მისიების აპარატების კამერებს. LRO იღებს 100 პიქსელს იქ, სადაც დანარჩენი აპარატები მხოლოდ ერთს. ახლა მეცნიერებს შეუძლიათ კრატერების და ცალკეული ქვების დეტალური გამოსახულების მიღება და გაზომვების ჩატარება მცირე მანძილზე მთვარის ზედაპირიდან.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.