გარდაუვალი სიცოცხლე

 ახალი ნამუშევარი სიცოცხლის გაჩენას აუცილებლობად აცხადებს – ყველგან, სადაც ამისათვის თავსებადი პირობებია(Santa Fe Institute).

 სიცოცხლის წარმომავლობა, სადღაც შორეულ კოსმოსშიც და ოდესღაც დედამიწაზეც, ადამიანებისთვის ყველაზე უფრო საინტერესო და უმნიშვნელოვანეს საკითხად რჩება. ჩვენ მის შესახებ, თანამედროვე მეცნიერების დამხმარებით, ძალიან ბევრი რამე გავიგეთ, თუმცა ამ პროცესის მთავარი წამომწყები ეტაპი ახლაც საიდუმლოდ რჩება.

 ლაპარაკი აბიოტურ ევოლუციაზეა, მოლეკულებისა და მოლეკულური კომპლექსების ცვლილება, რამაც ჩვეულებრივი ორგანიკიდან რთული ცოცხალი ორგანიზმების პირველ პროტოტიპებამდე გადასვლა უზრუნველყო. ამ საინტერესო პრობლემაზე ამერიკელი პროფესორი ერიკ სმიტი და მისი კოლეგა როჟე ბრააკმანი მუშობენ.

 ავტორები აღნიშნავენ, რომ დედამიწაზე სიცოცხლის უმთავრესი თვისება ნახშირბადის ფიქსირებაა – გარემოდან მისი მიღება და მეტაბოლიზმისათვის გამოყენება, ზრდითა და გამრავლებით. ნახშირბადის ატომის თვისება ერთმანეთთან რთული კავშირებისა და სტრუქტურების წარმოქმნისა, ორგანიზმს არა მარტო შენარჩუნების, არამედ ცვლილების საშუალებას აძლევეს, გარემო პირობებთან შეგუების ჩათვლით. ამ მომენტიდან უკვე ბუნებრივი გადარჩევის კანონები იწყებენ მოქმედებას.

 ნახშირმჟავა გაზი, ხელმისაწვდომი ნახშირბადის ძირითადი წყარო, არის საკმაოდ სტაბილური და შესაბამისად ინერტული მოლეკულა. მისი მოლეკულის ატომური კავშირების დარღვევა ადვილი არაა, ხოლო ნებისმიერი ქიმიური გზები, რომლებსაც СО2-დან სრულფასოვან ორგანულ და ბიოლოგიურ მოლეკულებამდე მივყავართ, რიგ არამდგრად შუალედურ შენაერთებში გადიან. ამ პროცესის ზოგიერთი ეტაპები თავისთავად მიდიან, სხვები განსაკუთრებულ პირობებს მოითხოვენ, თანამედროვე ცოცხალ ორგანიზმებში მათ ეფექტურობას კატალიზატორები უზრუნველყოფენ.

 მეცნიერები აღნიშნავენ, რომ რთული, „გარე დახმარებაზე“ დამოკიდებული ნახშირბადის ფიქსაციის ეტაპები განსაცვიფრებლად კონსერვატიულები არიან, ანუ პრაქტიკულად ერთნაირი ყველაზე უფრო განსხვავებული ცოცხალი ორგანიზმებისთვისაც კი. ეს საშუალებას იძლევა განვიხილოთ ისინი, როგორც თავისებური ქიმიური ჩარჩოები, რომლებშიც ცოცხალი სისტემა შეიძლება მოქმედებდეს და სულ უფრო მრავალფეროვანი გახდეს.

 ამასთან ერთად, ბრააკმანი და სმიტი სიცოცხლის გაჩენის ალბათობის საკითხს განიხილავენ და ასკვნიან, რომ ეს შანსები მოსალოდნელზე მეტია. მეტაბოლიზმი შეიძლება განვიხილოთ, როგორც ატრაქტორი, მდგომარეობა, რომლისკენაც დინამიური სისტემა მიისწრაფის, თავისივე კანონებით მართული.

 არანაკლები თავდაჯერებულობით პასუხობენ ავტორები შეკითხვას სიცოცხლის სხვაგანაც გაჩნის შესახებ. კლდოვანი პლანეტები დედამიწისმაგვარი ბირთვებით, ვულკანურად და ტექტონიკურად აქტიურნი, მაღალი ტენიანობით – სიცოცხლისთვის თავსებადნი არიან და ავტორთა აზრით, მათზე სიცოცხლის გაჩენა გარდაუვალია(კიდევ სიცოცხლის შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.