13 ახალი მისია 2013-ში

 ეს წელი ნასელებისთვის საკმოად დატვირთული აღმოჩნდა,  მთელი რიგი კოსმოსური მისიებით და როგორც ჩანს შემდეგი წელი კიდევ უფრო მეტად დახუნძლული იქნება.  ნასას, მის ასტრონავტებს და მეცნიერებს თამამად შეუძლიათ პენსიაზე გავიდნენ მათი ნამოღვაწარითა და წარმატებული მიღწევებით, მაგრამ ნასა რისი ნასაა ამაზე რომ გაჩერდეს, ისინი დაუღალავად შრომობენ, აგზავნიან ახალ რაკეტებს კოსმოში ახალი მისიებით, რუსული და ჩინური კოსმოსური რაკეტები კვლავ ემზადებიან გასაფრენად, არც სხვა ქვეყნები ჩამორჩებიან მათ, მაგალითად,  როგორებიცაა: სამხრეთ კორეა, ინდოეთი, კანადა და სხვა უამრავი ევროპული გაერთიანებები.

 ახლა კი თვალი გადავავლოთ იმ 13 მისიას, რომელთა განხორციელებაც ახალ 2013-ში იგეგმება.

 სუბორბიტალური სატესტო ფრენები: ამ წელს კერძო კოსმოსური კომპანიები გეგმავენ სუბორბიტალურ ფრენებს მათთვის ვისაც უყვარს სწრაფი ფრენები კოსმოსის კიდეზე. ორმა  მეტოქე კომპანიამ  უკვე მრავალი სატესტო ფრენა განახორციელა თუმცა ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი, მაგრამ ისინი გვპირდებიან, რომ მალე განახორციელებენ დანაპირებს.

 სამხრეთ კორეას მესამე მცდელობა: ეს უკვე მათი მესამე მცდელობაა გაუშვან კოსმოსური ხომალდი დედამიწის ორბიტაზე, პირველი 2009 წლის მცდელობა და მეორე 2010 უშედეგოდ დასრულდა, აი მესამეზე უკვე იმედს არ კარგავენ, რომ ამ ჯერზე გაუმართლებთ.

 ინდურ-ფრანგული SARAL/AltiKa: ეს სატელიტი, რომელიც ინდოეთისა და საფრანგეთის საერთო ნამოღვაწარია, განკუთვნილია იმისთვის, რომ კოსმოსიდან დედამიწის ზღვები და ოკეანეები შეისწავლოს. მისი გაშვება 28 იანვარს ინდური PSLV მიერ იგეგმება, რომელიც ასევე გეგმავს გაუშვას მოწყობილობა, განკუთვნილი იმ ასტეროიდების შესასწავლად, რომლებიც დედამიწელებს საფრთხეს უქმნიან.

 Cygnus-ის პირველი ფრენები: კერძო კოსმოსური კომპანია „ორბიტალურ მეცნიერებათა კოორპორაცია“ რომელსაც კონტრაქტი აქვს ნასასთან დადებული, გეგმავს განახორციელოს პირველი სატესტო ფრენა, თუ ეს ფრენა წარმატებით დასრულდება მას საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზეც გაუშვებენ.

 კოსმოსური x დრაკონული ფრენები: ეს კომპანია ნასას კოსმოსურ სადგურს სხვადასხვა საშუალებებით ამარაგებს, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია და რომელიც კიდევ გეგმავს მსგავსი მისიების განხორციელებას.

 პილოტირებული ფრენები, სამი გეგმიური ფრენა კოსმოსურ სადგურზე, სამი კოსმონავტის საერთაშორისო სადგურზე გადასხმით, სადაც აუცილებელია ყოველთვის იმყოფებოდეს 6 ასტრონავტი.

 კანადური Cassiope: გეგმავს გაუშვას 9 რაკეტა კოსმოსში, რომლებიც სხვადასხვა სამეცნიერო დანადგარებით იქნებიან აღჭურვილნი, დედამიწის იონოსფეროზე მზის ქარიშხალის ზემოქმედების შესასწავლად.

 კოსმოსური სადგურის საკვებით მომარაგება, რომელსაც რუსეთი, ევროპა და იაპონია განახორციელებს.

 ევროპის კოსმოსური კომპანია გეგმავს გაუშვას სამეცნიერო კოსმოსური დანადგარი პოლარულ ორბიტაზე, რომელიც შეისწავლის თუ რამდენად შეიცვალა დედამიწის გეომაგნიტური ველი ამ ხნის განმავლობაში.

 ნასას Iris: ეს არის ნასას ის ნაწილი, რომელიც სწავლობს და აკვირდება მზეს, იკვლევს ჩვენი ვარსკვლავიდან მომართულ ენერგიას.

 ჩინეთის შენჩჟოუ 10: ჩინელებისთვის ეს უკვე მეხუთე პილოტირებული ფრენა იქნება კოსმოსურ სადგურზე.

 ნასას Ladee: ეს არის მთვარის ატმოსფეროს და მტვრის შემსწავლელი მისია, რომელიც გეგმავს გაუშვას 5 რაკეტა, კიდევ მეტი კვლევებისათვის.

 ნასას მარსმავალი: ნასა 2014 -ში გეგმავს კიდევ ერთი მარსმავალი გაუშვას წითელ პლანეტაზე, რომელიც შეისწავლის თუ როგორ კარგავს მარსი თავის ატმოსფეროს.

ავტორი: თეო ჯაფარიძე.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.