ევროპის კოსმოსური სააგენტოს ახალი მისია

 მისია ორ სხვა კოსმოსურ პროექტებს უწევდა კონკურენციას – გრავიტაციული ტალღების საძებნი NGO და კოსმოსური ტელესკოპი ATHENA. სააგენტოს განცხადებით ეს პროექტებიც აუცილებლად რეალიზდება, მათი მაღალი მეცნიერული ფასეულობის გამო, ოღონდ JUICE-ს მერე.

 თავიდან JUICE საერთაშორისი პროექტის EJSM(Europa Jupiter System Mission – იუპიტერის სისტემის საკვლევი მისია)-ის ნაწილი იყო. EJSM-ის ჩარჩოებში NASA, ESA, როსკოსმოსი და იაპონიის კოსმოსური საგენტი(JAXA) იუპიტრის რამდენიმე თანამგზავრით შესწავლას აპირებდნენ. კერძოდ, რუსეთს ევროპაზე დასაშვები მოდული უნდა შეექმნა, ხოლო ESA-ს თანამგზავრი, რომელიც ჰანიმედის ორბიტაზე იმუშავებდა.

 პროექტი JUICE იუპიტერისკენ ავტომატური აპარატის გაშვებას ისახავს მიზნად, რომელიც კალისტოს ორბიტაზე გავა, შემდეგ ორჯერ შემოუფრენს ევროპას(გაზომავს ამ თანამგზავრის ყინულოვანი საფარის სისქეს), ბოლოს კი მზის სისტემის ყველაზე დიდ ბუნებრივ თანამგზავრს – ჰანიმედს გამოიკვლევს. აპარატი თანამგზავრის მაგნიტურ ველს შეისწავლის, შინაგან სტრუქტურასა და ყინულქვეშა ოკეანეს.

 ”JUICE დაგვეხმარება გავიგოთ, როგორ ფორმირდებიან გაზური გიგანტები და მათი თანამგზავრები, არის თუ არა  იქ სიცოცხლისათვის თავსებადი პირობები” – აცხადებენ სააგენტოში. გეგმის მიხედვით აპარატი იუპიტერს 2030 წელს მიაღწევს და გაზური გიგანტის სისტემაში მინიმუმ 3 წელი იმუშავებს(იუპიტერის მზვერავები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.