ევროპას შემსწავლელი ზონდი

 ნასაში ახალ საკითხზე მუშაობენ. მკვლევარები აპირებენ ორი რობოტიზირებული აპარატი იუპიტერის მთვარე ევროპასკენ გაუშვან – ობიექტისკენ, სადაც ბევრ მეცნიერს ჰგონია, რომ საუკეთესო ადგილია სიცოცხლის არსებობისთვის მზის სისტემაში (დედამიწის გარდა რა თქმა უნდა) ნასას (JPL -Jet Propulsion Laboratory, Pasadena, Calif.) მკვლევარები მუშაობენ მისიის სრულყოფილ დაგეგმვაზე, რომელიც დაიწყება 2020 წელს, გაშვებული ზონდები ევროპას 6 წელიწადში მიაწევენ.

მისიის მთავარი მიზანი იქნება იმის დადგენა, იყო თუ არა ოდესმე სიცოცხლე გიგანტურ მთვარეზე, რომლის ყინულოვანი საფარის ქვეშ დიდი თხევადი ოკეანეა (ეს მხოლოდ მეცნიერთა მოსაზრებაა).

“ჩემი აზრით, ევროპა არის საუკეთესო ადგილი სიცოცხლის არსებობისთვის” – აცხადებს ნასას JPL მკვლევარი კევინ ჰენდი. “ევროპა ნამდვილად გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ მოვძებნოთ სიცოცხლე მისი ოკეანის ქვეშ. ეს უდიდეს შეკითხვებს უპასუხებს, როგორიცაა სიცოცხლის წარმოშობა დედამიწაზე და მთლიანად მზის სისტემის ისტორიას.”

მეცნიერები ითვალისწინებენ ორი იდენტური ზონდების გაშვებას. თითოეულის მასა იქნება 320 კილოგრამი, აქედან 36 კილოგრამს ლაბორატორია იკავებს. ავტორები ზედმეტი ტვირთისაგან თავს იკავებენ, რადგან არ მოხდეს მისიის ჩაშლა.

თითოეული რობოტი გამოიყენებს მას სპექტრომეტრს, სეისმომეტრებს და რამდენიმე განსხვავებულ კამერას, რადგან შეისწავლოს დაშვების ადგილი. მას სპექტრომეტრი შეძლებს აღმოაჩინოს ორგანული ქიმიკანტები – “სამშენებლო აგურები”სიცოცხლის ტიპისა, როგორიც ჩვენთვისაა ცნობილი. თუ ისინი არსებობენ ევროპის ყინულქვეშ, კამერები და სეისმომეტრები აუცილებლად დააფიქსირებენ ამ ფაქტს.

“იუპიტერი ამ თანამგზავრს მუდმივად ბომბავს თავისი მძლავრი რადიაციით, მაგრამ ტყუპი ზონდები არ საჭიროებენ რადიაციისაგან დამცავ ფარებს” – ამბობს ჰენდი. რადიაციული დამცავი არის ძალიან მძიმე და მისიის ავტორებს უნდათ რაც შეიძლება შეამცირონ რობოტების მასა, რადგან არ მოხდეს მისიის ჩაშლა და უფრო მეტი სიჩქარე მიენოჭოთ მათ.

ჰენდი ჯერ-ჯერობით ვერ ახერხებს მისიის ზუსტი ხარჯების დადგენას და ამბობს, რომ ის ისევე ჩაიშლება, როგორც ნასას ორი პროექტი (New Frontiers და Flagship). უკანასკნელი ყველაზე ძვირადღირებული მისია იყო, მასში შედიოდა”ცნობისმოყვარეც“, ანუ მისი გაშვების შემთხვევაში Curiosity ჩაიშლებოდა). ამ პროექტის მიახლოებითი ფასი 800 მილიონიდან 2 მილიარდ დოლარამდეა.

ავტორი: ბექა მამუკაშვილი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.