დედამიწელები – ცივილიზაციის ყველაზე უფრო ადრინდელი სახე

 ცნობილი ინგლისელი მწერალი და გამომგონებელი არტურ ჩარლზ კლარკი(Sir Arthur Charles Clarke) წერდა, ტრილიონობით წლის მერე, განვითარებით ძალიან შორს მყოფი ცივილიზაცია იტყვის, რომ მას სამყაროს ახალგაზრდობა ახსოვს. კლარკს მეოცე საუკუნის ფანტასტთა ”დიდ სამეულს” აკუთვნებენ.  ის არა მარტო თავისი ფანტასტიკური ჟანრის მოთხრობებითაა ცნობილი, როგორიცაა ”კოსმოსური ოდისეა 2001”, ”ქვეყნიერების დასასრული”(1953), ”ქალაქი და ვარსკვლავები”(1956), ”პაემანი რამასთან”(1973), ”სამოთხის შადრევნები”(1979), არამედ თავისი ფანტასტიკური იდეებითაც. კლარკმა გეოსტაციონარული თანამგზავრული სისტემის შექმნის იდეა წარმოაყენა, რომლის საშუალებითაც კავშირგაბმულობის გლობალური ქსელის შექმნა იქნებოდა შესაძლებელი. გეოსტაციონარულ ორბიტას კლარკის ორბიტას ან კლარკის სარტყელსაც უწოდებენ.

 კლარკის ნაწარმოებებში წარმოდგენილი იდეები, შეიძლება რეალობადაც იქცეს. მაგალითად, არ არის გამორიცხული გავიგოთ, რომ სამყაროში სწორედ ჩვენი ცივილიზაციაა ყველაზე უფრო ადრეული.

 ამჟამად სამყაროს 200 მილიარდამდე გალქტიკას გააჩნია უფრო სრულყოფილი ცივილიზაციების ჩასახვისათვის საჭირო ყველა რესურსი. ამ გალქტიკების ასაკი რამდენიმე მილიარდ წელზე მეტი არ არის. შეიძლება ითქვას, რომ პლანეტები და სიცოცხლე დედამწაზე, განვითარების ადრეულ სტადიაზე იმყოფებიან.

 როგორც დიმიტრი სასელოვი, ჰარვარდის უნივერსიტეტიდან, ამბობს:” ადამიანები წვეულებაზე ყველაზე უფრო ბოლოს არ მოსულან. ჩვენ ახლად მოსულებს შორის შეიძლება აღმოვჩნდეთ”.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.