სულ უფრო მზარდი გაფართოება

 ცეფეიდები ერთი განსაკუთრებული თვისებით გამოირჩევიან: მათი პულსაციისა და ნათობის პერიოდი საკმაოდ ზუსტადაა ერთმანეთთან დაკავშირებული. გამოდის, რომ თუ ჩვენ ასეთი ვარსკვლავის ციმციმის პერიოდულობას ზუსტად დავადგენთ, შევძლებთ მისი ”თავდაპირველი” ელვარების, ხოლო ამ მაჩვენებლის ახლად დამზერილთან შედარებით – ცეფეიდამდე მანძილის გაგებას(2).

 ამჯერადაც ასე მოხდა: ავტორებმა მაღალი აკურატულობით 90 ცეფეიდამდე მანძილი დააზუსტეს. ამ ნამუშევრის მიხედვით, რომელიც ვენდი ფრიდმანმა და მისმა კოლეგებმა ჩაატარეს, სამყარო 74,3±2,1 კმ/წმ. მეგაპარსეკზე სიჩქარით ფართოვდება. ეს ძალიან დიდი რიცხვია და ის ზრდას განაგრძობს.

 შეგახსენებთ, რომ წინა საუკუნის 20-იან წლებში ამერიკელმა ასტრონომმა ედვინ ჰაბლმა აღმოაჩინა(1), რომ სამყარო არ არის სტატიური, ხოლო მისი შემადგენელი გალაქტიკები ჩვენ(ერთმანეთს) განუწყვეტლივ გვშორდებიან. ეს რევოლუციური აღმოჩენა, 90-იან წლებში, დაკვირვებებით დადასტურდა – სამყაროს აჩქარებით გაფართოება გრძელდება.

 ეს სიჩქარე ჰაბლის მუდმივაში აირეკლება, რომელიც ობიექტამდე მანძილს სამყაროს გაფართოების გამო მისი აჩქარებით დაშორების სიჩქარესთან აკავშირებს. შესაბამისად, ის იზომება კმ/წმ. მეგაპარსეკზე და გვიჩვენებს, რა სისწრაფით გვშორდება ობიექტი, რომელიც სწორედ ამ დისტანციაზე იმყოფება ჩვენიდან(1 მეგაპარსეკი 3 მლნ. სინათლის წელს უტოლდება). აჩქარების ახლანდელი მაჩვენებელი სულ რაღაც 3%-ით განსხვავდება წინანდელისგან, თუმცა მისმა დადგენამ ამჯერად სამჯერ მეტი სიზუსტე მოითხოვა.

 ახალი რიცხვი არა მარტო სამყაროს გაფართოების სიჩქარეს გვიჩვენებს. ის კიდევ უფრო ძლიერ ფუნდამენტად შეიძლება იქცეს გაფართოების გამომწვევ მიზეზზე მსჯელობის დროს. დიახ-დიახ, ლაპარაკი ბნელ ენერგიაზეა, რომლის ბუნება სრულიად გაურკვეველია. სიტყვა ”ენერგია” და განსაზღვრება ”ბნელი” ამ შემთხვევაში მხოლოდ პირობითია, არ გააჩნია რაიმე საყრდენი საფუძველი.

 რასაც არ უნდა წარმოადგენდეს ბნელი ენერგია, ავტორებმა, ჰაბლის მუდმივას ზუსტი მაჩვენებელი, ზონდ WMAP-ით მიღებული რელიქტური გამოსხივების მონაცემთა ანალიზისთვის გამოიყენეს. ასეთნაირად მიიღეს მათ დამოუკიდებელი შეფასება ძალისა, რომლითაც ბნელი ენერგია გრავიტაციას ეწინააღმდეგება, კიდევ უფრო აფართოებს სამყაროს და მის შესახებ თანამედორვე წარმოდგენებში კარგად ჯდება.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.