ვარსკვლავურ გროვაში ხვრელების წყვილი პირველად აღმოაჩინეს

 М22 დედამიწიდან 10 ათასი სიანთლის წლის მანძილზე მდებარეობს. აღმოჩენის გაკეთება ნიუ მექსიკოს რდიოტელესკოპების დიდი მასივის საშუალებით მოხერხდა. მეცნიერებმა ორი ცალკეულირადიოსიგნალი დააფიქსირეს, რომლებიც გროვადან მოდიოდა, რომელთა მონაცემები შავი ხვრელების მახლობელი გარემოს გამოსხივებისთვისაა დამახასიათებელი. მკვლევართა თქმით, ვერც ნეიტრონული ვარსკვლავები და ვერც თეთრი ჯუჯები იქნებოდნენ ამ სიგნლის წყაროები.

 ასტრონომთა აზრით, ამ რადიოსიგნალებს ცალკეული მასიური ხვრელები ასხივებენ, რომლებიც ახლოს არიან გროვას ცენტრთან. თუ ეს ასეა, მაშინ კლასტერი M22 ირმის ნახტომის პირველი ვარსკვლავური გროვა იქნება, რომელშიც შავი ხვრელი(1) აღმოაჩინეს, თან ორი. ეს საკმაოდ უჩვეულო მოვლენაა, რადგან გრავიტაციულ ძალებს მნათობთა კლასტრის ცენტრში მხოლოდ ერთი ხვრელი უნდა დაეტოვებიანა.

 ვარსკვლავურ გროვებს გალაქტიკის შიგნით მყოფ მნათობთა კლასტერებს უწოდებენ, რომლებიც გრავიტაციული ძალებით არიან დაკავშირბულნი და ერთობლივად მოძრაობენ. გროვათა უმრავლესობა, ირმის ნახტომის(ასაკი) შიგნით, საკმაოდ დიდი ხნის წინათ ჩამოყალიბდა, ამიტომ მათში არსებულმა მასიურმა ვარსკვლავებმა ევოლუცია დაასრულეს და შავ ხვრელებად გადაიქცნენ(ვარსკვლავური მასის შორეული შავი ხვრელი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.