მზის სისტემაზე ორჯერ ხნიერი ვარსკვლავთგროვა

 სფერული ვარსკვლავთგროვა NGC 6752, ღამის ცაზე ელვარებით მესამეა ასეთი ტიპის ობიექტა შორის. მისი ასაკი დახლოებით 10 მილიარდი წელია, ანუ მზის სისტემაზე ორჯერ უფრო ხნიერია.

 შეგახსენებთ, რომ საზოგადოდ მიღებული ჰიპოთეზის მიხედვით, ჩვენი მზის სისტემის ფორმირება 4,6 მილიარდი წლის წინ გიგანტური გაზ-მტვროვნი ღრუბლის ნაწილის შეკუმშვით (კოლაფსით) დაიწყო.

 NGC 6752 დიდი რაოდენობით ე.წ. ”ჩამორჩენილ ცისფერ ვარსკვლავებს” შეიცავს, ზოგიერთი მათგანის ნახვა ამ გამოსახულებაზეც შეიძლება, რომელიც ორბიტულმა ტელესკოპმა ”ჰაბლმა” გადაიღო.

 ეს ვარსკვლავები ჩვეულებრივებზე ცხელებია, ხოლო მათი სპექტრი კი მნიშვნელოვნადაა გადაწეული ცისფრისკენ, გროვის სხვა ვარსკვლავებისგან განსხვავებით. ამის გამო, ჰერცშპრუნგ-რასელის დიაგრამაზე ისინი ცალკეა გამოყოფილი. ”ჩამორჩენილი” ვარსკვლავები თავიანთი არსებობით ევოლუციის სტანდარტულ მოდელს არღვევენ, რომლის მიხედვით, ვარსკვკლავები გროვებში ერთი და იგივე გაზ-მტვროვანი ღრუბლიდან ერთი და იგივე დროს ჩნდებიან. ”ჩამორჩენილებმა”, როგორც ჩანს, ანომალური ვარსკვლავური ევოლუცია გადაიტანეს.

 NGC 6752-ში ”ჩამორჩენილების” ასეთი დიდი რაოდენობით არსებობა (38%-ით მეტი, ვიდრე სხვა გროვებში), მეცნიერთა აზრით, ვარსკვლავების შეჯახებებითაა გამოწვეული. მიუხედავად იმისა, რომ NGC 6752-მდე მანძილი 13 000 სინათლის წელია, ”ჰაბლმა” ამ გროვის ვარსკვლავების ელვარების დანახვა მაინც შეძლო.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.