ვარსკვლავური მასის შორეული შავი ხვრელი

 მეცნიერებმა აქამდე ცნობილთა შორის ყველაზე უფრო შორს მდებარე ვარსკვლავური მასის შავი ხვრელი აღმოაჩინეს. ასეთი ხვრელები ცალკეული ვარსკვლავების გრავიტაციული კოლაფსით წარმოიქმნება (The Astrophysical Journal. arXiv.org).

 ახალი ნამუშევრის ჩარჩოებში, მეცნიერებმა გამოიყენეს მონაცემები, რომლებიც ორბიტულმა ტელესკოპმა ”ჩანდრა-მ 2007 წელს შაგროვა. მაშინ ტელესკოპმა შეძლო დაეფიქსირებინა გალაქტიკა NGC 5128-ში (კენტავრი А) ობიექტ CXOU J132527.6-430023-თან რენტგენის დიაპაზონში მომხდარი ანთება. ეს გალაქტიკა ჩვენსას 10-16 მილიონი სინათლის წლითაა დაშორებული.

 ნათების გრაფიკული მრუდისა და სპექტრული თავისებურებების ახლად ჩატარებული დეტალური კვლევით დადგინდა, რომ ეს ობიექტი ორმაგ სისტემას წარმოადგენს, რომლის ერთი კომპონეტნტი ჩვეულებრივი ვარსკვლავია, ხოლო მეორე – შავი ხვრელი. ამ შემთხვევაში რენტგენული გამოსხივების წყაროს როლში გამოდის მატერია, რომელსაც ხვრელი ვარსკვლავს პარავს და შთანთქავს.

 მეორე ვერიისთ – ნეიტრონულ ვარსკვლავთა წყვილი, უკიდურესად ელვარედ ასხივებს რენტგენის დიაპაზონში. მეცნიერთა თქმით, ასეთი სისტემა უკიდურესადვე იშვიათია კოსმოსში, ამიტომ დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ CXOU J132527.6-430023 ორმაგი სისტემაა, ვარსკვლავითა და შავი ხვრელით.

 ბოლო დრომდე ასეთი ობიექტების აღმოჩენა მხოლოდ ახლო გალაქტიკებში ხერხდებოდა, რომლებიც ე.წ. ლოკალურ ჯგუფს ეკუთვნიან – გრავიტაციულად დაკავშირებული 30 გალაქტიკა, ირმის ნახტომის ჩათვლით, 5 მილიონი სინათლის წლის ზომის სივრცეში.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.