ადგილობრივი ჯგუფის ზოგიერთი გალაქტიკა

 ზომებით ის მესამეა ადგილობრივი ჯგუფის გალაქტიკებში, ანდრომედასა და ჩვენი გალაქტიკის მერე. M33 დედამიწიდან 3 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. ითვლება რომ ის ანდრომედას თანამგზავრია. კარგად ჩანს ახალგაზრდა ვარსკვლავური გროვების ცისფერი წერტილები და გალაქტიკის მკლავებზე ჭრილობების მაგვარი წითელი რეგიონები, ინტენსიური ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესებით, მათ შორის ყველაზე აქტიური, გამოქვაბულის მაგვარი NGC 604.

NGC 604

დამალული გალაქტიკა IC 342

 გალაქტიკა IC 342 ზომით სხვა კაშკაშა სპირალურ გალაქტიკებს ჰგავს. ის ჟირაფის თანავარსკვლავედის მიმართულებით, დედამიწიდან 7 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. IC 342 ღამის ცის ყველაზე კაშკაშა გალაქტიკა იქნებოდა რომ არ ეფარებოდეს ჩვენივე გალაქტიკის გაზისა და მტვრის ღრუბლები. მიუხედავად ამისა, დღევანდელ დეტალურ ფოტოზე შეგვიძლია გავარჩიოთ მტვროვანი ჩანართები, ახალგაზრდა ვარსკვლავთგროვების ცისფერი წერტილები და ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესების მოწითალო არეები, რომლებიც გალაქტიკის მკლავებში მდებარეობენ. როგორც ჩანს IC 342-მა ახლო წარსულში ვარსკვლავთწარმომქმენლი პროცესების გააქტიურება გადაიტანა. სიახლოვის გამო ამ გალაქტიკას მნიშვნელოვანი გრავიტაციული წვლილი შეაქვს ადგილობრივი გალაქტიკური ჯგუფის ჩამოყალიბებაში.

NGC 346 მაგელანის პატარა ნისლეულში

 NGC 346 მდებარეობს მაგელანის პატარა ნისლეულში. ეს ვარსკვლავთწარმომქმნელი რეგიონი დიამეტრით 200 სინათლის წლის ზომისაა. ფოტო ჰაბლის სახელობის კოსმოსურმა ტელესკოპმა გადაიღო. მაგელანის პატარა ნისლეული, სამხრეთ ნახევარსფეროს ცის მშვენება, წარმოადგენს ჩვენი გალაქტიკის თანამგზავრს, იგი 210 ათასი სინათლის წლის მანძილითაა ჩვენგან დაშორებული, თანავარსკვლავედ ტუკანის მიმართულებით. იკვლევდნენ რა ნისლეულ NGC 346-ს, ასტრონომებმა მასში აღმოაჩინეს ვარსკვლავური ჩანასახები. ისინი თითქოს ჩაწყობილია გაზურ-მტვროვან ზოლებში ფოტოს მარჯვენა მხარეს. ეს ჩანასახები ჯერ კიდევ იკუმშებიან მათსავე წარმომშობ გაზურ-მტვროვან ღრუბელში. მათი სპექტრი ძლიერედაა წანაცვლებული წითლის მხარეს გარსშემორტყმული მტვრის მიერ. მგელანის პატარა ღრუბელი არის მცირე ზომის უფორმო გალაქტიკა. ასეთი ტიპი უფრო ადრეული სამყაროსთვისაა დამახასიათებელი. ითვლება, რომ ჯუჯა გალაქტიკები წარმოადგენდნენ იმ პატარა აგურებს, რომლებისგანაც არის აგებული ბევრი თანამედროვე დიდი გალაქტიკა. ადრეული სამყაროს გალაქტიკებში(ანუ შორეულ გალაქტიკებში)ხშირად პოულობენ ასეთივე ვარსკვლავურ აკვნებს, როგორიცაა NGC 346 მაგელანის პატარა ნისლეულში.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.