თეთრი ჯუჯები სიკვდილისთვის ემზადებიან

 გამოთვლების მიხედვით, ზოგიერთი ძალიან ხნიერი ვარსკვლავები მთლიანობას სწრაფი ბრუნვით ინარჩუნებენ და დამუხრუჭებასთან ერთად მძლავრ ზეახლებად აფეთქდებიან. ჩვენი გაკლქტიკა, შესაძლებელია, ნელი მოქმედების ასეთი ბომბებითაა სავსე. ყოველი მათგანი ნებისმიერ მომენტში შეიძლება აფეთქდეს.

 ”ჩვენთვის, დღევანდელ დღემდე, ირმის ნახტომში, ასეთი ბომბის არც ერთი მაგალითი არ არის ცნობილი, თუმცა ჩვენი გამოთვლები იმაზე მეტყველებენ, რომ არასწორად ვეძებდით მათ”- ამბობს ახალი კვლევის ერთ-ერთი ავტორი პროფესორი როსანა დისტეფანო(Rosanne Di Stefano).

 უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ლაპარაკი Iа-ს ტიპის ზეახლებზეა, რომელთა ანთებები თეთრი ჯუჯების სიკვდილთანაა დაკავშირებული, ჯუჯებისა, რომლებმაც ძალიან დიდი მასა დააგროვეს. თეთრი ჯუჯები ვარსკვლავების ნარჩენები არიან, რომლებშიც თერმობირთვული რეაქცია შეჩერდა, ხოლო მასა არ აჭარბებს 1,4 მზის მასას. ამ ზღვარს მაღლა გრავიტაცია იმდენად ძლიერი ხდება, რომ ვარსკვლავი კიდევ მეტად იკუმშება და მასში თერმობირთვული რეაქცია ისევ იწყება. სწორედ ეს პროცესები იწვევენ ჯუჯას აფეთქებას მისი მთლიანი დაშლით.

 ”ზედმეტი” მასის დასაგროვებლად, თეთრი ჯუჯა ნივთიერებას უახლოესი, ოღონდ ჩვეულებრივი სიმკვრივის ვარსკვლავიდან, კომპანიონიდან, ან სხვა ჯუჯასთან(იშვიათად)  შეჯახებით იძენს. ეს თეორიაა, რომელიც ხშირად არც თუ ისე კარგად ეწყობა დაკვირვებებს. მაგალითად, აქედან გამომდინარეობს, რომ Iа-ს ტიპის ზეახლის ახლო სივრცეში მის მიერ გადმოქაჩული წყალბადისა და ჰელიუმის მცირე რაოდენობა უნდა დაფიქსირდეს, რომელიც აფეთქების გამო ჯუჯას ზედაპირზე ვეღარ მოხვდა, ხშირ შემთხვევაში კი ეს არ ხდება. ასეთი ზეახლის მერე სასურველი იქნებოდა რაიმეს აღმოჩენა, რაც მეორე ვარსკვლავისგან რჩება, თუმცა ესეც არ ხერხდება.

 დისტეფანოს და მისი კოლეგების აზრით, ამ წარუმატებლობის ახსნა ერთი მნიშვნელოვანი დეტალის დამატებითაა შესაძლებელი: თეთრი ჯუჯას სწრაფი ბრუნვა თავისი ღერძის გარშემო. სწრაფი ბრუნვა მეზობელი ვარსკვლავიდან ნივთიერბის გადმოქაჩვასა და აფეთქებას შორის დროით შუალედს ქმნის. ნივთირებათა შთანთქმასთან ერთად ჯუჯა სულ უფრო უმატებს ბრუნვას, რაც 1,4 მზის მასის ზღვრის გადაჭარბების მერე დროებით სტაბილურად ხდის მას. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბრუნვის სიჩქარე ნელდება, ძალები სტაბილურების შესანარჩუნებლად არასაკმარისად ძლიერი ხდება და Iа-ს ტიპის ზეახალიც ინთება.

 დაყოვნებამ აკრეციასა და აფეთქებას შორის, ავტორთა შეფასებით, საკმაოდ დიდ სიდიდეს შეიძლება მიაღწიოს – 1 მილიარდ წლამდე. ამ დროის განმავლობააში შემომფარგლავი ნივთიერება იფანტება, მეზობელი ვარსკვლავიც ევოლუციონირებს, მაგალითად, იგივე თეთრ ჯუჯამდე. პრაქტიკაში არანაირი მსგავსი ნიშანი არ არის აღმოჩენილი.

 თანამედროვე შეფასებებით, ყოველ ათას წელიწადში ჩვენს გალაქტიკაში Iа-ს ტიპის სამი ზეახალი ინთება. თუ მათ ბრუნვის შესანელებლად, საშიში მასის დაგროვების მერე, მილიონობით წელი სჭირდებათ, მაშინ გამოდის, რომ მთელი გალაქტიკა სწრაფად მბრუნავი ”ბომბებითაა” სავსე, ათეულობით მათგანი კი დედამიწიდან რამდენიმე ათასი სინათლის წლის ფარგლებში იმყოფებიან.

 მათი აღმოჩენა ადვილი არაა, თუმცა მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ამუშავების სამზადისში მყოფ ტელესკოპთა ახალი სისტემები(Pan-STARRS ან LSST) ამას შეძლებენ. ნადირობა მხოლოდ ახლა იწყება.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.