ზეახლის დაკარგული ვარსკვლავი-კომპანიონი

  ასეთი კომპანიონების ძებნა და კვლევა უმნიშვნელოვანესია Ia-ს ტიპის ზეახლების აფეთქების მექანიზმის უკეთ გასაგებად. ეს იმ მიზეზების გარკვევაში დაგვეხმარება, რომელთა გამოც აფეთქებები ყოველთვის ერთნაირია, რაც, თავის მხრივ, მთელი სამყაროს შესასწავლი საშუალებების კალიბრირებისთვისაა აუცილებელი(სტანდარტული სანთლები). SNR 0509-67.5-ის ნარჩენში ვერ იქნა აღმოჩენილი მეორე ვარსკვლავი. შესაძლებელია ვარსკვლავი-კომპანიონი ძალიან სუსტია,

 გაცილებით სუსტი, ვიდრე გიგანტები არიან, რომლებიც ხშირ შემთხვევაში კომპანიონის როლს თამაშობენ ხოლმე. კომპანიონი შეიძლება თეთრი ჯუჯა იყოს, რომელიც ზეახალად დაბალი მასით აფეთქდა. გამოსახულებაზე ზეახლის ნარჩენი ხილულ დიაპაზონში(წითლად) ჰაბლის სახელობის ორბიტალურმა ობსერვატორიამ გადაიღო, რენტგენში(მწვანე) კი ისეა ნაჩვენები, როგორსაც მას ობსერვატორიაჩანდრა ხედავს. დაკარგული ვარსკვლავი წესით წრით შემოფარგლული სივრცის შიგნით უნდა იყოს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.