რეგული და ჯუჯა გალატიკა ლომი I

 ვარსკვლავი, ფოტოს ზედა ნაწილში, ისეთი ელვარეა, რომ მის ქვემოთ მოქცეული გალაქტიკა მხედველობიდან შეიძლება გამოგვრჩეს. ორივე ობიექტი ლომის თანავარსკვლავედში მდებარეობს და ერთმანეთისგან ერთი გრადუსით არის დაშორებული. რეგულიმთავარი მიმდევრობის ახალგაზრდა ვარსკვლავი. ის ჯერადი ვარსკვლავური სისტემის ნაწილია, ანუ ჰყავს კომპანიონი ვარსკვლავი, რომელიც ფოტოზე ოდნავ ქვემოთ და მარცხნივაა. ლომი I – ადგილობრივი ჯგუფის, ჩვენი გალაქტიკისა და M31 (ანდრომედა)-ის მეთაურობით, სფეროიდული ჯუჯა გალაქტიკაა. ლომი I, ირმის ნახტომისთვის ადგილობრივი ჯგუფის ცნობილ ჯუჯა გალაქტიკათა შორის უშორეს თანამგზავრად ითვლება. რეგულამდე მანძილი 75 ათასი, ხოლო ლომი I-მდე 800 000 სინათლის წელია.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.