სირიუსი

 სირიუსი(ლათ. Sirius), თანავარსკვლავედ დიდი ქოფაკის α – ღამის ცის ყველაზე ელვარე ვარსკვლავი. მისი დანახვა დედამიწის ყველა რეგიონიდან შეიძლება, ყველაზე უფრო ჩრდილოეთით მდებარე უბნების გამოკლებით.

 სირიუსი მზის სიტემას 8,6 სინათლის წლითაა დაშორებული და უახლოესი ვარსკვლავების სიაში შედის. ის მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავია, სპექტრული კლასი A1.

 სირიუსი ორმაგი ვარსკვლავური სისტემაა, სირიუსი A და B, ისინი საერთო მასათა ცენტრის გარშემო 20 ასტრონომული ერთეულის ტოლი დაშორებით, 50 წლიანი პერიოდით ბრუნავს. კოსმოსურმა ობსერვატორია IRAS-მა სისტემიდან მომავალი ჭარბი ინფრაწითელი გამოსხივება დააფიქსირა, რაც იქ დიდი რაოდენობით მტვრის არსებობაზე მეტყველებს. სირიუსი A-ს ღერძის გარშემო ბრუნვის სიჩქარე ეკვატორზე 16 კმ/წმ-ს უტოლდება, რის გამოც მას კარგად გამოხატული სფეროს ფორმა აქვს.

სირიუსი A და B(“ჰაბლი”/NASA).

 1915 წლიდან ცნობილია, რომ Sirius B თეთრი ჯუჯაა(პირველი, აღმოჩენილ თეთრ ჯუჯათა შორის). თეთრი ჯუჯების მასა მზის 0,6-0,7 მასას უტოლდება, სირიუს B-ეს მასა კი თითქმის მზის ტოლია, ამიტომ ის მასიური თეთრი ჯუჯებიდან ერთ-ერთია.  აქედან გამომდინარეობს, რომ Sirius B წარსულში Sirius A-ზე მასიური იყო, რადგან ევოლუციის პროცესში მთავარი მიმდევრობა უკვე დატოვა(მასიური ვარსკვლავები უფრო სწრაფად ევოლუციონირებენ). A-ც დაახლოებით 660 მილიონი წლის მერე თეთრ ჯუჯად გადაიქცევა.

 სირიუსის ასაკი, თანამედროვე წარმოდგენებით, დაახლოებით 230 მილიონ წელს შეადგენს. მისი მასა მზისაზე ორჯერ მეტია, კომპანიონი კი მზეზე ოდნავ მსუბუქია.
სირიუსი დედამიწიდან დაშორების მიხედვით მეშვიდე ადგილს იკავებს, ხოლო მიწიდან ხილულ ყველაზე ელვარე ვარსკვლავებს შორის პირველ ადგილს. არ გააჩნია რა დიდი ნათობა, სირიუსი ჩვენთან ახლოს მდებარეობის ხარჯზე გამოიყურება ასე კაშკაშა ვარსკვლავად.

 ამჟამად სირიუსი მზის სისტემას 7,6 კმ/წმ. სიჩქარით უახლოვდება, ამიტომ დროთა განმავლობაში მისი ხილული ელვარება ნელ-ნელა გაიზრდება.
საინტერესო ფაქტები:

  1.   ყურანში ღმერთის ერთ-ერთი ტიტულირება არის “სირიუსის მბრძანებელი(ღმერთი)”.
  2.  შუა საუკუნეებში სირიუსი იყო რჩეულ ვარსკვლავთა შორის ერთ-ერთი, რომელსაც ევროპელი და არაბი ასტროლოგები მაგიურ თვისებებს მიაწერდნენ.
  3.  სირიუსიდან, მზე გამოიყურება როგორც ჰერკულესის თანავარსკვლავედის მეორე ვარსკვლავური სიდიდის მნათობი.
  4.  დიდი ქოფაკის ოთხ კაშკაშა ვარსკვლავთან ერთად სირიუსი ბრაზილიის დროშაზეა გამოხატული.
  5.  კოსმოსური ზონდი “ვოიაჯერ-2”, რომელიც 1977 წელს გაზური გიგანტების(იუპიტერი, სატურნი,ურანი და ნეპტუნი) შესასწავლად გაუშვეს, სირიუსთან 4,3 სინათლის წლის დისტანციაზე 296 000 წლის მერე ჩაივლის.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.