ვარსკვლავებისა და პლანეტების სახელები

 ყოველწლიურად, ასტრონომები, სამყაროს ასობით ახალი ობიექტის აღმოჩენას ახდენენ. ესენია ვარსკვლავები, პლანეტები, ნისლეულები, გალაქტიკები, რომელთაც საკმაოდ უცნაურ სახელებს არქმევენ ხოლმე. საინტერესოა, რა პრინციპით ხდება ეს?

 ახლადაღმოჩენილი ციური ობიექტები იღებენ სახელებს, მაგალითად, ასეთს: HD 85512 ან WD 0806-661B. რატომ ასეთი გრძელი და კოდირებული სახელები? როგორ გავერკვეთ ამ ციფრებში? აღმოჩნდა, რომ ყველაფერი არც თუ ისე რთულია, თუმცა ასეთი შიფრები აუცილებელია და მათ გარეშე არაფერი გამოვა. აქ არის გარკვეული ლოგიკა.

 არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ამერიკის კოსმოსურმა სააგენტომ პოტენციურად სიცოცხლისთვის შესაფერისი ეგზოპლანეტის აღმოჩენის შესახებ გააკეთა განცხადება. მან საკმაოდ მარტივი სახელი მიიღო: Kepler-22b. აქ აშკარაა, რომ სახელი ტელესკოპ ”კეპლერს” უკავშირდება, ანუ აღმოჩენა ამ ტელესკოპით მოხდა.

 ”ზოგიერთი მეცნიერი უპირატესობას რომაული და ბერძნული მითოლოგიის სახელებს აძლევს. ხოლო ამ ტემპით, რომლითაც ახალი ობიექტების აღმოჩენა ხდება, მითოლოგიური სახელები უბრალოდ არ გვეყოფა” – ამბობს კენ რაისი, ედინბურგის უნივერსიტეტიდან.

 ”ციური სხეულების დასახელების მოქმედი სისტემა საკმაოდ მარტივია. მაგალითად, თუ აღმოჩენა რომელიმე ტელესკოპით მოხდა, მაშინ ის ავტომატურად იღებს ამ ტელესკოპის სახელს, დამატებით ასოებთან და ციფრებთან ერთად. ვარსკვლავების ორმაგი ან სამმაგი სისტემის აღმოჩენის შემთხვევაში, მათ შეიძლება ასეთი სახელები მიიღონ: Sirius A, Sirius B (კენტავრის A და B). მათი შემომფარგლავი პლანეტები კი ლათინური ანბანის პატარა ასოებს იღებენ სახელის ბოლოში, მაგალითად: Tau Boötis b, 55 Cancri d”.

 Kepler-22b-ს შემთხვევშიც იგივენაირი სიტუაციაა. Kepler-22 აღმოჩენილი ვარსკვლავია და Kepler-22b კი მისი პლანეტა.

 კატალოგი HIPPÁRCOS (HIP), არის ვარსკვლავების ასტრომეტრული კატალოგი, რომელიც შექმნილია კოსმოსური ხომალდის, Hipparcos-ის მუშაობის დროს. გამოქვეყნებულია 1997 წელს, ნაბეჭდი და ელექტრონული ფორმით. კატალოგი შეიცავს 118 218 ვარსკვლავის კოორდინატებს, საკუთარ მოძრაობებს, პარალაქსს და ვარსკ. სიდიდეებს. იგი მოიცავს მთელ ცას და თითქმის ყველა ვარსკვლავს 9m-მდე, გარკვეული რაოდენობით უფრო სუსტ ვარსკვლავებსაც.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.