ჩვენი გალაქტიკის ფორმირების ზუსტი დრო

 გალაქტიკის შიდა ჰალოს შესწავლას მეცნიერები ადრეც ცდილობდნენ – ეს არის გალაქტიკის სპირალური დისკოს შიგნით მბრუნავი რეგიონი, რომლის ასაკი შეფასებული იყო როგორც 10 დან 13 მილიარდი წელი. ახალი კვლევების მიხედვით ეს მონაცემი 11,4 მილიარდი წელია, პლიუს მინუს 700 მილიონი წელი.

 როგორც ცნობილია ირმის ნახტომი სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება: გალაქტიკური ცენტრი ზემასიური შავი ხვრელით, თხელი პერიფერიული დისკო და პრაქტიკულად იდილურად მრგვალი შიდა ჰალო. ეს უკანასკნელი გლობულარული ვარსკვლავური გროვებისგანაა შედგენილი – ასეულობით ათასი მჭიდრო ვარსკვლავური დასახლება. მეცნიერთა აზრით ჰალო ორი სხვა და სხვა თაობის ვარსკვლავებითაა შჶდგენილი, ამიტომ ის პირობითად შიდა და გარე ჰალოდ შეიძლება დაიყოს.

 გალაქტიკის სამი ძირითადი ნაწილის ფორმირება, როგორც ჩანს, სხვა და სხვა დროს მოხდა, პირველ რიგში ჩამოყალიბდა ჰალო. ჰალოს შიდა გლობალარულ კლასტერებს ყველაზე დიდი ასაკი აქვთ – 13,5 მილიარდი წელი, ანუ მათი ფორმირება დიდი აფეთქებიდან სულ რაღაც 200 მილიონი წლის მერე მოხდა. თვითონ ჰალოს ასაკი მკვლევარებმა ახლაც ვერ დაადგინეს, რადგან მათ ვერ შეძლეს გაეგოთ, როდის დაიწყო ვარსკვლავების გაერთიანება.

 ამ ასპექტის გასაგებად მეცნიერებმა ჰალოს შიგნით მყოფი მომაკვდავი ვარსკვლავების კვლევა დაიწყეს, განსაკუთრებით თეთრი ჯუჯების, ვარსკვლავების, რომლებმაც არც თუ დიდი ხნის წინ აფეთქება გადაიტანეს. თეთრი ჯუჯები ევოლუციის ბოლო სტადიაზე მყოფი ვარსკვლავების ბირთვებია. როგორც წესი, თეთრი ჯუჯას მატერიის სიმკვრივე მილიონჯერ მეტია ჩვეულებრივი ვარსკვლავის სიმკვრივეზე. ამასთან ერთად, თვითონ თეთრი ჯუჯები, როგორც ითვლება, ეერთმანეთთან მჭიდროდ ჩაპრესილი წყალბადის ატომებისგან შედგება.

 პლანეტის სვა და სხვა კუთხეში არსებული ტელესკოპების გამოყენებით, მკვლევარებმა თეთრი ჯუჯების რამდენიმე ოჯახი შეისწავლეს, რათა მათი შემადგენელი ნივთიერების ასაკი და ამ ნივთიერებების მათში მოხვედრის დრო დადედგინათ. შემდეგ მათ მეზობელი, ჯერ კიდევ ცოცხალი, ვარსკვლავები შეისწავლეს, რათა ასაკობრივი სხვაობა დაედგინათ. საფუძვლად მეცნიერებმა დიდი გლობულარული კლასტერი M4 აიღეს, რომლის ასაკი 12,5 მლრდ. წელია.

 ამერიკელი მეცნიერების თქმით, ახალი მეთოდი, შესაძლებელია, დიდი სიზუსტით არ გამოირჩევა, თუმცა ის აქამდე გამოყენებულებზე უკეთესად ადგენს გალაქტიკის ასაკს და იმაზე მიუთითებს, რომ გალაქტიკისთან ერთად გაჩენილი თეთრი ჯუჯების უმრავლესობის ასაკი დაახლოებით 11,7 მლრდ. წელია.
შეფასებას 11,7 მლრდ. წელი კიდევ იმოტომ აქვს აზრი, რომ ადრე დადგინდა: შიდა ჰალოს ასაკი 13,5 მლრდ. წელია. ის კი პროტოგალაქტიკის ნაწილია, რომლის ბაზაზეც ირმის ნახტომი ჩამოყალიბდა.

 მეცნიერთა თქმით, ასაკის დასადგენად გამოყენებული ტექნიკა მარტი ჩვენი გალქტიკისთვისაა მისაღები, რადგან მის ინდივიდუალურ სტრუქტურას ითვალისწინებს, გარდა ამისა, თანამედროვე ინსტრუმენტები თეთრი ჯუჯების დეტალური შესწავლის საშუალებას არ იძლევა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.