სიცოცხლე, დედამიწაზე ადრე გაჩნდა

 მეცნიერთა განცხადებით, არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ სიცოცხლე, დედამიწის გაჩენამდე დიდი ხნით ადრე არსებობდა, სრულიად შესაძლებელია, მზის სისტემის გარეთაც.

 მურის კანონის თანახმად, ტრანზისტორების რაოდენობა, რომლებიც ინტეგრალური მიკროსქემის ერთ კრისტალზე შეიძლება განთავსედეს, ყოველ 24 თვეში, ანუ ორ წელიწადში, ორმაგდება. დევიდ ჰაუსის პროგნოზით(Intel), პროცესორების წარმადობის გაორმაგება ყოველ 18 თვეში ხდება, რაც ტრანზისტორების რიცხვის ზრდითა და ცალკეული მათგანის მუშაობის სისწრაფის მატებით არის განპირობებული. თუ მურის კანონს უკუმიმართულებით გადათვლისთვის გამოვიყენებთ, 1965 წლამდე მივალთ, როცა პირველი მიკროჩიპი გამოიგონეს.

 ეს კანონი ორმა გენეტიკოსმა(?) გამოიყენა სიჩქარისთვის, რომლითაც დედამიწაზე სიცოცხლე ვითარდება, სულ უფრო რთულ ფორმებში გადასვლით. მიღებული შედეგი იმაზე მეტყველებს, რომ ორგანული სიცოცხლე დედამიწის ჩამოყალიბებამდე გაცილებით ადრე გაჩნდა.

 ალექსეი შაროვმა, დაბერების კვლევის ნაციონალური ინსტიტუტიდან ბალტიმორში, მურის კანონი ცოტა სხვანაირად გამოიყენა. მან ტრანზისტორები ნუკლეოტიდებით შეცვალა(დნმ-ს და რნმ-ს შემადგენელი) და გამოთვლები ასე ჩაატარა.

 მიღებულმა შედეგებმა აჩვენა, რომ პირველი ცვლილებები 10 მილიარდი წლის წინათ მოხდა, ანუ გაცილებით ადრე, ვიდრე მზის სისტემა გაჩნდებოდა, რომლის ასაკი 5 მილიარდამდე წელია.

 მათემატიკური გამოთვლები დედამწიამდელ სიცოცხლეზე მიუთითებს, თუ არის ეს შესაძლებელი ფიზიკურად? შაროვი და გორდონი(?) ერთმნიშვნელოვან პასუხს იძლევიან. პანსპერმიის თეორიის(გალაქტიკა როგორც ბიოსფერო) მიხედვით, სიცოცხლე, უფრო ზუსტად სიცოცხლის ”ჩანასახები”, სამყაროში არსებობდნენ და ერთი ციური სხეულიდან მეორეზე გადადიოდნენ, მეტეორიტების ან სხვა პროცესების საშუალებით.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.