ადგილობრივი წარმომავლობა გამოირიცხოს…

კარდიფის უნივერსიტეტის ასტრობილოგები ამტკიცებენ, რომ წინა წლის დეკემბერში შრილანკაში ჩამოვარდნილი მეტეორიტის ნამსხვრევებში, გაქვავებული ორგანული ნარჩნები აღმოაჩინეს(Technology Review).  628 სავარაუდო ნამსხვრევიდან, რომლებიც კარდიფის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა გამოაგზავნეს, მხოლოდ სამი აღმოჩნდა ნამდვილად ბოლიდის ნამსხვრევი. სამივეს საკმაოდ უცნაური თვისებები გააჩნდათ. მაგალითად, ერთ-ერთი მათგანის სიმკვრივე 1 გრ/სმ3-ზე მცირე იყო, რაც ყველა ნახშირბადის შემცველი მეტეორიტების სიმკვრივეზე დაბალია. მას ნაწილობრივ შემომდნარი ზედაპირი ჰქონდა, რაც ატმოსფეროსთან ხახუნის აშკარა ნიშანია. ნახშიბადის შემცველობა 4%-ს უახლოვდებოდა, ხოლო მის შგნით მაღალი მოლეკულური წონის ორგანულ ნაერთთა დიდი რაოდენობა აღმოჩნდა. ასტრობიოლოგთა აზრით, ეს მეტეორიტი სინამდვილეში, როგორც ჩანს, პატარა კომეტა იყო.
 ელექტრონული მიკროსკოპის ქვეშ შიდა სტრუქტურის შესწავლისას ერთ-ერთ ფრაგმენტში „რთული, სქელი კედლების მქონე, ნახშირბადის მაღალი შემცველობით, 100 მიკრომეტრის მიკროგაქვავება აღმოჩნდა, რომელიც დინოლფლაგელებს ჰგავს“.

 მათ არამიწიერ წარმომავლობაზე, მეცნიერთა აზრით, მეტეორიტულ ქანებშ აზოტის უკიდურესად დაბალი შემცველობა მეტყველებს, რაც მთავარია – ის, რომ მიკროგაქვავებები მეტეორიტის შიგნით მდებარეობდნენ.

 ჯეიმს უოლისი დარწმუნებულია(კარდიფის უნივერსიეტეტი), რომ მან და მისმა კოლეგებმა აღ მოაჩინეს მიკროორგანიზმთა ნარჩენები, რომლებიც წყალმცენარეებს ენათესავებიან. თუ ის მართალია, მაშინ ეს დასკვნა, ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში გაჩენილი პანსპერმიის თეორიის(ჰიპოთეზა ჩვენს პლანეტაზე არსებული სიცოცხლის არამიწიერი წარმომავლობის შესახებ) კიდევ ერთი მტკიცებულება იქნება(უცხოპლანეტელი ბაქტერიები; მეტეორიტების ქიმიურმა მრავალფეროვნებამ მეცნიერები გააკვირა; გალაქტიკა როგორც ბიოსფერო).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.