ერთბაშად ორი

 მზის სისტემის მახლობლად ყავისფერი ჯუჯების წყვილი აღმოაჩინეს. როგორც გაირკვა, პირველად ისინი ჯერ კიდევ 1978 წელს გადაიღეს, თუმცა არავინ გადაწყვიტა გაერკვია, თუ რა იყო ეს(Slate/Bad Astronomy).

 მზის სისტემას მოულოდნელი ახლო მეზობლები გამოუჩნდნენ – ყავისფერ ჯუჯათა წყვილი. ყავისფერი ან თეთრი ჯუჯები სუბვარსკვლავური ობიექტები არიან, შეუმდგარი ვარსკვლავები, რომელთა მასები თერმობირთვული რეაქციის დასაწყებად საკმარისი არ არის. საშუალოდ რუხი ჯუჯების მასები 13-75 იუპიტერის მასის ფარგლებშია. ეს ობიექტები ძალიან სუსტად ანათებენ, თუმცა კარგად ჩანან ინფრაწითელ დიაპაზონში. ასეთი სიმკრთალის გამო ხილულ დიაპაზონში მათი აღმოჩენა ძლიან რთულია.

 სისტემა WISE 1049-5319 აღმოჩენა, შემდგარი ორი ასეთი ჯუჯასგან, ინფრაწითელ დიაპაზონში მომუშავე ორბიტალური ტელესკოპის WISE(NASA)-ს საშუალებით მოხერხდა. ასტრონომმა ქევინ ლიუმანმა ისინი WISE-ს ფოტოზე ადგილმდებარეობის ცვლილებით შეამჩნია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ობიექტები მზესთან საკმაოდ ახლოს მდებარეობენ, ყოველ შემთხვევაში, ამ ფოტოზე მოხვედრილ ვარსკვლავებზე ახლოს.

 არქივის გადამოწმების მერე, ლიუმანი მიხვდა, რომ მის მიერ აღმოჩენილი წყვილი ჯერ კიდევ 1978 წელს მოხვდა კადრში. ერთმანეთთან ახლოს მდებარეობის გამო სისტემა ერთეულ ობიექტს ჰგავდა და არა საერთო მასათა ცენტრის გარშემო მბრუნავ წყვილს, როგორც სინამდვილეშია.

 WISE 1049-5319 ჩვენგან დაშორების მიხედვით მესამეა: ყველაზე ახლოს სისტემა კენტავრის ალფაა(4,3 სინ, წელი), შემდეგ – ბარნარდის ვარსკვლავი(6 სინ.წელი) და WISE 1049-5319 – 6,5 სინათლის წელი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.