ელვარე კენტავრის ალფა

 ამ პეიზაჟის მარცხენა ნაწილს კენტავრის ალფას ნათება იკავებს, ის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია ღამის ცაზე. სინამდვილეში, კენტავრის ალფა, მდებარე 4,3 სინათლის წლის მანძილზე ჩვენიდან, სამი ვარსკვლავისგან შედგება, ერთმანეთის გარშემო მბრუნავი მზის ზომის ვარსკვლავებისგან. ამ დაკავშირებული სისტემის მესამე შედარებით ცივი წევრი, კენტავრის პროქსიმა, კადრში ვერ მოხვდა. თუმცა, ამ ფოტოზე ირმის ნახტომის სიბრტყის მჭიდროდ დასახლებული რეგიონის სხვა წევრების დანახვაა შესაძლებელი, ელვარე კენტავრის ალფას უკან. მაგალითად, პლანეტარული ნისლეული სახელად Hen 2-111, რომლამდე მანძილი შეფასებულია როგორც 7800 სინათლის წელი.

 მომაკვდავი ვარსკვლავის გაზის გარსი, ნისლეულის ელვარე ბირთვი და სუსტი მოწითალო ჰალო, 20 სინათლის წლის ზომისაა(მარჯვნივ). გამოსახულების მარჯვენა კიდესთან, ორი ადვილად შესამჩნევი გაბნეული ვარსკვლავთგროვა ჩანს. კომპაქტური გროვა პისმის 19-იც ჩვენიდან 8000 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს, მისი სინათლე მოწითალო ფერისაა, ვარსკვლავთშორის მტვერში შთანთქმის გამო. გროვა NGC 5617, შედარებით გაიშვიათებულია და უფრო ახლოსაა ჩვენთან. კენტავრის ალფას სხივებში ასევე სუსტად მანათობელი ზეახლის ნარჩენის გარჩევაცაა შესაძლებელი, ის უახლოესი ვარსკვლავური სისტემის ელვარე ბირთვის მაღლა და მარცხნივ მდებარეობს.

 კაშკაშა ვარსკვლავები, კენტავრის A და B, მჭიდრო ორმაგ სისტემას ქმნის. მათ შორის მანძილი 23-ჯერ მეტია დედამიწასა და მზეს შორის მანძილზე. ფოტო გადაღებულია ძალიან დიდი დაყოვნებით, ამიტომ იქმნება ილუზია, თითქოს ეს ვარსკვლავები დიდი ზომისაა. ჩრდილოეთის ცაზე კენტავრის ალფა პრაქტიკულად არ ჩანს. A-ს, კენტავრის რიგელსაც უწოდებენ. კენტავრის თანავარსკვლავედში, ის ყველაზე კაშკაშაა. ღამის ცის ყველაზე ელვარე ვარსკვლავი სირიუსია, მიუხედავად იმისა, რომ ორჯერ უფრო შორს მდებარეობს. კენტავრის A ძალიან ჰგავს მზეს, ამიტომ ზოგიერთი ასტრონომი თვლის, რომ მის გარშემო შეიძლება არსებობდეს პლანეტები, პლანეტებზე კი სიცოცხლე.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.