დედამიწის მსგავსი ეგზოპლანეტა კენტავრის სისტემაში

  ოთხი სინათლის წლის მანძილზე მდებარე კენტავრის ვარსკვლავური სისტემა ორი ელვარე და ერთი მკრთალი მნათობისგან შედგება: კენტავრის ალფას А, კენტავრის ალფას В და პროქსიმა(ლათ – აქვე, ახლოსვე მდებარე). ადრე, სწორედ ამ სისტემაში ეძებდნენ დედამიწის მსგავს ეგზოპლანეტებს, რადგან ხსენებული ორი ელვარე ვარსკვლავი ძალიან ჰგავს მზეს, თუმცა, ”დედამიწის და”, სისტემის მესამე კომპონენტთან, მკრთალ წითელ ჯუჯასთან, კენტავრის პროქსიმასთან იქნა აღმოჩენილი.

kentavr proqs dedamiwa

 ამ მომენტისთვის, პროქსიმასთან მდებარე პლანეტა, სხვა ცნობილი ეგზოპლანეტებისგან განსხვავებით, ყველაზე უფრო ჰგავს დედამიწას, აქაურის მსგავსი ზედაპირული ტემპერატურის ჩათვლით. ეს აღმოჩენა ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის(ESO – დიდი ტელესკოპების ერა) ანგარიშზეა. დეტალები გასაიდუმლოებულია, მათი და ”სხვა მტკიცებულებების” გამოქვეყნება კი ამ თვის ბოლოს, სპეციალურ პრესკონფერენციაზე მოხდება.

 აღსანიშანვია, რომ თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, რაიმე დიდი მოულოდნელობა ამაში არაფერი იქნება, რადგან აქამდე ჩატარებული კომპიუტერული მოდელირებებით, კალიფორნიისა(წლების წინ) და პენსილვანიის უნივერსიტეტბში(ერთი თვის წინ), კენტავრის სისტემაში რამდენიმე დედამიწის მსგავსი პლანეტების არსებობის შესაძლებლობა გამოვლინდა(რაც კენტავრის ალფასკენ გასაგზავნი მისიის შესახებ გაინტერესებდათ…).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.