მზის გვირგვინს სუპერტორნადო აცხელებს

მეცნიერებმა მზის ატმოსფეროში გიგანტური ხვეულები აღმოაჩინეს, რომლებიც შეიძლება გვირგვინის გამაცხელებელი ენერგიის გადამტანები არიან(Nature).

კომპიუტერული სიმულაცია.

დაკვირვებები ორი სხვა და სხვა ტელესკოპით მოხდა. ორბიტალური ტელესკოპით, რომელიც ნასას მზის დინამიკის ობსერვატორიაზეა(SDO) დაყენებული, მეცნიერები მნათობის ატმოსფეროში მიმდინარე მოძრაობებს აკვირდებოდნენ. ვარსკვლავის ზედაპირის მაღალი გარჩევადობის ფოტოები კი კანარის კუნძულზე არსებული შვედური მზის ტელესკოპით იქნა მიღებული.

 გამოსახულებათა ანალიზით მზის ატმოსფეროში გაზური ხვეულების აღმოჩენა მოხერხდა, რომლებშიც ტემოპერატურა რამდენიმე ათასიდან მილიონ გრადუსამდე მერყეობდა. 1500 კილომეტრიანი დიამეტრის ხვეულები მზის ზედაპირიდან გვირგვინამდე აღწევენ და ფორმას 10-15 წუთზე მეტ ხანს ვერ ინარჩუნებენ, თუმცა ერთბაშად 11 ათასი ასეთი სუპერტორნადო დაფიქსირდა.

 ავტორების მიერ ჩატარებული კომპიუტერული მოდელირებით გამოვლინდა მაგნიტური ძალწირები(1), რომლებიც დედამიწისეულ ტორნადოებში ჰაერის ნაკადების მოძრაობებს ჰგვანან. მეცნიერთა თქმით, სწორედ ხვეულთა მაგნიტური ველები არიან პასუხისმგებელნი ვარსკვლავის ზედაპირიდან, ენერგიის გვირგვინამდე გადატანაზე.

SDO/NASA).

 მზის ატმოსფეროში ენერგიის გადატანის პრობლემა ფიზიკოსებს 1869 წლიდან აწუხებთ, როცა უილიამ ჰარკნესმა და ჩარლზ იანგმა მის გამოსხივებაში ზოლი აღმოაჩინეს, რომელიც არც ერთი ცნობილი ელემენტის სპექტრს არ შეესაბამებოდა. აღმოჩნდა, რომ ეს ატმოსფროში რკინის იონის Fe 13+ არსებობის გამო ხდებოდა. რკინის ასეთი მაღალი იონიზაციის ხარისხი კი 2 მილიონ გრადუს ტემპერატურას შეესაბამებოდა, რაც ზედაპირის ტემპერატურაზე 300 ათასჯერ მეტია. დეტალური და ყველასათვის მისაღები თეორია, რომელიც ამ ტემპერატურულ სხვაობას ახსნიდა დღევანდელ დღემდე არ არებობდა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *