კერძო ორბიტალური ტელესკოპი საშიშ ასტეროიდებს მოძებნის

 აპარატი Sentinel Space Telescope დედამიწისათვის საშიში პატარა ასტეროიდების ძებნით იქნება დაკავებული. ტელესკოპის გაშვება 2016-18 წლებისთვის იგეგმება, კომპანია SpaceX-ის კერძო რაკეტამატარებლის Falcon 9-ს საშუალებით. ტელესკოპი ორბიტაზე 5,5 წელი იმუშავებს. ის მზის გარშემო ვენერასთან ახლოს გამავალ ორბიტაზე 30 მილიონი კილომეტრის დაშორებით იმოძრავებს(170 მლნ. კმ. დედამიწიდან). მონაცემებს ნასას სპეციალური სადგური მიიღებს. Sentinel-ი ასტეროიდებს 50 სანტიმეტრიანი ინფრაწითელი ტელესკოპის საშუალებით მოძებნის, ის იგივე ტექნოლოგითაა დამზადებული, როგორც ობსერვატორიების ”კეპლერისა” და ”სპიცერის” ტელესკოპები.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.