ოკეანე ტიტანზე

 მტკიცებულება თხევადი ოკეანის არსებობაზე, რომელიც სატურნის დიდი თანამგზავრის, ტიტანის ზედაპირის ქვეშ იმალება, ნაპოვნია. ახალი კვლევებით დადგინდა, რომ სატურნთან მიახლოებისას ტიტანი პლანეტის გრავიტაციული ზემოქმედებით მნიშვნელოვნად დეფორმირდება. მეცნიერები ამას ზედაპირის ქვეშ მყოფი ოკეანის არსებობით ხსნიან.

 სატურნის 60 თანამგზავრიდან ტიტანი ყველაზე დიდია, უფრო დიდი ვიდრე პლანეტა მერკური. მეცნიერები ადრეც ვარაუდობდნენ, რომ ტიტანის ქვეშ ოკეანე შეიძლებოდა ყოფილიყო, ისევე, როგორც იუპიტერის თანამგზავრების ჰანიმედის, კალისტოსა და ევროპას ქვეშ.

 ტიტანის დეფორმაციის ანალიზისას, რომელიც სატურნის ზემოქმედებით ხდება, მენციერებმა დაასკვნეს, რომ ეს ოკეანე წყლის ან ამიაკით გაჯერებული წყლისგან შეიძლება შედგებოდეს.

 ტიტანის შიდა ფენების გამოსაკვლევად მეცნიერები იყენებენ მონაცემებს, რომლებიც საერთაშორისო ავტომატურმა სადგურმაკასინი-მ გადმოსცა, ის ორბიტაზე 2004 წლიდან იმყოფება. მათ ყურადღება უკიდურესად ძლიერ მოქცევებზე გაამახვილეს, რომლებსაც სატურნის გრავიტაციული მიზიდულობა იწვევს.

 ტიტანი ელიფსურ ორბიტაზე მოძრაობს, რის გამოც მასზე სატურნის მოქცევითი ძალები მუდმივად მოქმედებენ. მეცნიერებმა ტიტანის დეფორმაციის ხარისხი, ორბიტაზე სატურნთან მაქსიმალურად მიახლოების დროს გამოთვალეს. მიღებული შედეგი არ იქნებოდა ასეთი ტიტანი რომ მთლიანად მყარი იყოს, დიდი გადახრები მიწისქვეშა სითხის არსებობით შეიძლება აიხსნას.

 ჯეჯრეჯრობით გაუგებარია, რამდენად ღრმაა ეს ოკეანე, რომელიც სიცოცხლის გაჩენისათვის საჭირო ორგანულ ნაერთებს შეიძლება შეიცავდეს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.