გველისმაგვარი ხვეულები ჩვენს გალაქტიკაში

 გველებით სავსე ორმო – სწორედ ეს შეიძლება დავინახოთ ჩვენი გალაქტიკის ტურბულენტური გაზების პირველად გადაღებულ ფოტოზე. ბრაიან გაენსლერმა და მისმა ჯგუფმა სიდნეის უნივერსიტეტიდან(ავსტრალია) გამოიყენა ავსტრალიის აღმოსავლეთში მდებარე რადიოტელესკოპი CSIRO, რათა ნოვატორული გამოსახულება მიეღო.

 ჩვენი გალაქტიკის ვარსკვლავთშორისი გარემო ცარიელი არაა, ის ჩახვეული გაზებითა შევსებული, რომელიც წყლის მორევის მაგვარად ტრიალებს და დიდი რაოდენობით იწარმოება. ”ეს პირველი შემთხვევაა, როცა მოხერხდა ამ ვარსკვლავთშორისი ტურბულენციის გადაღება”, ამბობს გაენსლერი. ”ადამიანები ამის გაკეთებას 30 წლის განმავლობაში ცდილობდნენ”.

 გაზური ტურბულენცია გალაქტიკას მაგნეტიზმს სძენს და ზეახლების აფეთქებით გამოფრქვეული ნივთიერებების სამყაროში გავრცელებას უწყობს ხელს. ”ახლა ჩვენ მთელი ირმის ნახტომის ტურბულენციის გამოკვლევას ვაპირებთ”, ამბობს გაენსლერი. ”საბოლოოდ, ეს ჩვენ დაგვეხმარება გავიგოთ, რატომ არის გალაქტიკის ზოგიერთი ნაწილი უფრო ცხელი, და რატომ იბადებიან ვარსკვლავები გარკვეულ დროს გარკვეულ ადგილებზე”.

 გაენსლერმა და მისმა ჯგუფმა ჩვენი გალაქტიკის  10 000 სინათლის წლის ზომის რეგიონი შეისწავლა, სამხრეთ სამკუთხედის თანავარსკვლავედში. მათ გამოიყენეს ტელესკოპი CSIRO, იმიტომ რომ ”ის საუკეთესოა ასეთი ტიპის სამუშაობის ჩატარებისთვის”, ამბობს რობერტ ბრაუნი CSIRO-ს ასტრონომიისა და მეცნიერების განყოფილებიდან.

CSIRO(ავსტრალია). 

 რედიოტელესკოპი აწყობილია ტალღებზე, რომლებიც ირმის ნახტომიდან მოდიან. ეს ტალღები გზად ხსენებულ გაზურ მორევებს გადიან, ტურბულენტური რეგიონების მთავარი თვისება კი გამოსხივების პოლარიზაციის ცვლილებაა, ხსენებული რადიოტელესკოპი კი ამ ცვლილებას აფიქსირებს, მაშინ, როცა სხვები არ აფიქისრებენ მას.

 მეცნიერებმა გაზომეს პოლარიზაცია, რათა შეექმნათ ჩახლართული გაზური ხვეულების ეფექტური გამოსახულება, რომელიც ერთმანეთში გადაკლაკნილ გველებს მოგვაგონებს.

”გველები” წარმოადგენენ გაზურ რეგიონებს, სადაც სიმკვრივე და მაგნიტური ველი ტურბულენციის გამო წსრაფად იცვლება(B. Gaensler CSIRO/ATCA). 

 ”გველები” ასევე გვიჩვენებენ, თუ რამდენად სწრაფად ”ქაფდება” გაზი – ეს კი ტურბულენტობის აღმწერი მნიშვნელოვანი რიცხვია. ჯგუფის წევრმა ბლაკსელი ბურკჰარდმა, ვისკონსინ-მედისონის უნივერსიტეტიდან, გაკეთა სხვა და სხვა სიჩქარით მოძრავი გაზების ტურბულენციის კომპიუტერული მოდელირება. აირჩია რა ყველაზე შესაფერისი მოდელი, ჯგუფმა დაასკვნა, რომ ასეთი გაზების მორევის სიჩქარე 70 000 კმ/სთ-ს შეადგენს – კოსმოსური სტანდარტების მიხედვით შედარებით მცირე მონაცემია.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.