არასტერილური ცა: ბაქტერიები სიმაღლეზე

 ბაქტერიები, რომლებიც ატმოსფეროს ზედა ფენებში ხვდებიან, არა მერტო ულტრაიისფერ გამოსხივებას უძლებენ, ისინი ამინდზე და მთლიანად კლიმატზეც კი ზემოქმედებენ(Nature News).

 ასეთ დასკვნამდე მივიდნენ მკვლევარები, რომლებმაც ნასას ექვს კვირიანი მისიის მონაცემები გამოიკვლიეს. ექსპერიმენტის მსვლელობისას ჰაერის სინჯები სხვადასხვა სიმაღლეზე მექსიკის ყურეში, კარიბის ზღვის თავზე, ატლანტის ოკეანესა და ა.შ.შ-ს ტერიტორიაზე იქნა აღებული. მეცნიერების მიერ ”გამოჭერილ” 0,25..1,0 მიკრომეტრი ზომის ნაწილაკებს შორის ბაქტრიების წილი 20% შეადგენდა, რაც ატმოსფეროს ქვედა ფენების მონაცემზე გაცილებით მაღალია.

 ატმოსფეროს ზედა ფენების ბაქტერიულ გროვებს ამინდზე და კლიმატზე ზემოქმედება შეუძლიათ, ისინი ტენის კონდენსაციის წერტილები ხდებიან და ღრუბლების ფორმირებას იწვევენ. ბაქტერიების სახეობები კოორდინატებზე და სიმაღლეზეა დამოკიდებული, თუმცა ძირითადი 17 სახეობა პრაქტიკულად ყველა სიმაღლეზე აღმოჩნდა. ქარიშხლებს ბაქტერიულ მრავალფეროვნებაში ცვლილებები შეაქვთ, აისვრიან რა დიდ სიმაღლეებზე ახალ უჯრედთა დიდი რაოდენობას, მათ შორის ფეკალურ ბაქტერიებსაც(კიდევ ბაქტერიებზე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.