SDO-მ მზიური ტორნადოები გადაიღო

 ნასას კოსმოსურმა აპარატმა შთამბეჭდავი ვიეო გადაიღო, რომელშიც მზიური ტორნადოები მნათობის ზედაპირზე დაქრიან.

 სუპერცხელი პლაზმის ტორნადოსმაგვარი ამოფრქვევა მზის დინამიკის ობსერვატორიამ შეამჩნია(SDO), ის მუდმივად, მზის მაღალი გარჩევადობის ვიდეოჩანაწერებს აკეთებს.

 მზიური ტორნადოების ვიდეო პლაზმის ჩახვეულ ფანტანებს გვიჩვენებს, რომლებიც მზის ზედაპირზე 30 საათიანი პერიოდით 7-8 თებერვალს დაცოცავდნენ. მიწისეული ტორნადოებისგან განსხვავებით, რომლებიც თავისებურ ქარს წარმოადგენენ, მზიური პლაზმას ტორნადო ჩვენი ვარსკვლავის ძლიერი მაგნიტური ველით ფორმირდება.

 ნასამ ამ ვიდეოთი SDO-ოს მისიის მეორე წლისთავი აღნიშნა, ის ორბიტაზე 2010 წლის 11 თებერვალს გაიყვანეს. 850 მილიონი დოლარის ღირებულების კოსმოსური აპარატი ხუთი წელი იმუშავებს და მაღალი გარჩევადობის ფილმებით ასტრონომებს მზის ციკლების დედამიწაზე ზეგავლენის დადგენაში დაეხმარება.

 მზე ამჟამად 11 წლიანი ციკლის აქტიურ ფაზაში იმყოფება. ის 24-ე ციკლის სახელითაა ცნობილი და მაქსიმუმს 2013 წელს მიაღწევს(მზიური ცუნამი).
httpv://www.youtube.com/watch?v=r-zt8qnTcLM

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.