მოკლედ ჩვენი გალაქტიკის შესახებ

 ალბათ ყველამ იცის თუ რომელ გალაქტიკაში ვცხოვრობთ და რომ მას ირმის ნახტომი ეწოდება ან „Milky way“, ლათინურად „Via lactea“-რძიანი გზა. კარგი იქნება მას უფრო ახლოს თუ გავეცნობით.

ყველაზე დიდი ზემასიური შავი ხვრელი?!

  სავარაუდოდ, გალაქტიკათა უმრავლესობის ცენტრში, თუ ყველა სპირალური გალაქტიკის ცენტრში არა, არის სუპერმასიური შავი ხვრელი, რომელიც ზემკვრივი მატერიის თავმოყრის ადგილია და მასით ასეულობით მილიონჯერ, მილიარდჯერაც კი აღემატება მზის მასას.

ირმის ნახტომის ზემასიური შავი ხვრელი გააქტიურდა

 ჩვენი გალაქტიკის ზემასიური შავი ხვრელი პირველად იქნა გადაღებული რენტგენის დიაპაზონის ხისტ ნაწილში, თან ნივთიერებათა შთანთქმის დროს(NASA).

ყველაზე სწრაფი ტელესკოპი

  ავსტრალიაში ოფიციალურად გახსნეს ASKAP-ი, პირველი ფაზა მსოფლიოში ყველაზე დიდი რადიოტელესკოპის SKA (Square Kilometre Array – ანტენების კვადრატულ კილომეტრიანი მასივი)-ს მშენებლობაში(წყარო).

ვარსკვლავურ გროვაში ხვრელების წყვილი პირველად აღმოაჩინეს

  ამერიკელმა ასტრონომებმა ვარსკვლავურ გროვა М22-ში(მშვილდოსნის თანავარსკვლავედი) ორი ცალკეული შავი ხვრელის აღმოჩენის შესახებ გააკეთეს განცხადება(Nature; ScienceNow).

შეჯახება გარდაუვალია

 ასტრონომთა პროგნოზით, ჩვენი გალაქტიკის კოლოსალური შავი ხვრელი მალე კარგად დანაყრდება. სწრაფად მოძრავი გაზურმტვროვანი ღრუბელი, რომლის წარმომავლობა გაურკვეველია, ზემასიურ ხვრელთან – მშვილდოსნის A(Sagittarius A),  შესაჯახებელ გზას ადგას. ხვრელის მასა 4 მილიონი მზის მასის ტოლფასია.

ჯეტების კვალი მშვილდოსანში

 ასტრონომებმა მშვილდოსნის A-ს შავ ხვრელთან ჯეტების(მატერიის მძლავრი ამონაფრქვევი, ჭავლი) კვალი აღმოაჩინეს. ლაპარაკია ჩვენი გალაქტიკის ცენტრში მყოფ ზემასიურ შავ ხვრელზე(arXiv.org).