ყველაზე სწრაფი ტელესკოპი

 ავსტრალიაში ოფიციალურად გახსნეს ASKAP-ი, პირველი ფაზა მსოფლიოში ყველაზე დიდი რადიოტელესკოპის SKA (Square Kilometre Array – ანტენების კვადრატულ კილომეტრიანი მასივი)-ს მშენებლობაში(წყარო).

 ASKAP(ავსტრალიური SKA-ს გზისმკვლევი)-ი 12 მეტიანი 36 ანტენისაგან შედგება. პროექტის ღირებულება 158 მილიონი დოლარია, ხოლო პირველი მონაცემები 2012-13 წლებში უნდა იქნეს მიღებული. აღსანიშნავია, რომ ტელესკოპის მუშაობის 5 წლიანი განრიგი უკვე შედგენილია.

 მეცნიერები ASKAP-ს ყველაზე სწრაფ ტელესკოპს ეძახიან. რადიოდიაპაზონში მშვილდოსნის Aს ზემასიური შავი ხვრელის  სრული ”სურათის” მისაღებად, თანამედროვე რადიოტელესკოპებით, 400 სურათის 10 ათას საათიანი კომპიუტერული დამუშავებაა საჭირო. ASKAP-ის დამუშავების ინტეგრირებული სისტემა იგივე სამუშაოს მხოლოდ 5 წუთს მოანდომებს, თან მასივითვე გადაღებული მხოლოდ ორი სურათით.

 მასივი ASKAP-ი SKA-ს წინამორბედად ითვლება, ეს ყველაზე დიდი და მაღალი მგრძნობელობის რადიოტელესკოპი იქნება მსოფლიოში. ყველაფერთან ერთად აქ აპრობირებული ტექნოლოგიები მასივის მშენებლობისთვის იქნება გამოსადექი.

 SKA-ს მშენებლობას ავსტრალიელები 2016 წელს დაიწყებენ. ასეთი სახელი პროექტმა იმიტომ მიიღო, რომ ყველა ანტენის ერთობლივი ფართობი დაახლოებით ერთი კვადრატული კილომეტრი იქნება. პროექტი 2 მილირდ დოლარზე მეტი დაჯდება. მთლიანობაში ტელესკოპი რამდენიმე ათასი ანტენისგან იქნება შედგენილი. ისინი სამ კატეგორიად დაიყოფიან – დაბალსიხშირულები, საშუალოსიხშირულები და ”თეფშები”.

 პირველი ჯგუფი 100 მეტრიანი წრის ფარგლებში მოქცეული 90 ანტენით, ხოლო მეორე 60 მეტრიან წრეში, 9 კვადრატულ მეტრიანი ელემენტებით იქნება წარმოდგენილი. მესამე ჯგუფის ანტენები კი 15 მეტრიანი ”თეფშებია”. მასივი ორ ნაწილად გაიყოფა – ერთი ავსტრალიაში განთავსდება, ხოლო მეორე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში(როგორ მუშაობს ტელესკოპი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.