უდიდეს ტელესკოპს ორი ქვეყანა გაიყოფს

 მსოფლიოში ყველაზე დიდი ტელესკოპი SKA (ანტენების კვადრატულკილომეტრიანი მასივი), ორი ქვეყნის ტერიტორიაზე აშენდება – სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა და ავსტრალია. ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული მონაწილე ქვეყნების ყრილობაზე, რომელიც ამსტრდამთან ახლოს ჩატარდა (NatureNews).

 ორი ქვეყანა უკვე დიდი ხანია პრეტენზიას აცხადებდა ტელესკოპის თავის ტერიტორიაზე აშენებეასთან დაკავშირებით, საბოლოოდ კი ორივე ქვეყნის წინდადება დაკმაყოფილდა. SKA-ს მშენებლობის დასრულება, სამი ათასი 15 მეტრიანი ანტენით, 2027 წლის ბოლოსთვის იგეგმება. პროექტის საერთო ღირებულება 1,9 მილიარდ დოლარს შეადგენს.

 ორივე ქვეყანას თავისი უპირატესობა გააჩნია. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში SKA-ს აშენების ადგილი ზღვის დონეზე მაღლაა, რაც ყოველთვის სასურველია ტელესკოპის მშენებლობის დროს, სამუშაოებიც ს.ა.რ-ში უფრო იაფი დაჯდება. დასავლეთ ავსტრალიის რეგიონი, სადაც ანტენები უნდა დაყენდეს, უკეთესია ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, გარდა ამისა, ტელესკოპის იქ აშენება უფრო სარფიანია სადაზღვევო დანახარჯების თვალსაზრისით.

 პოლიტიკური მოტივებით მიღებული გადაწყვეტილება ტელესკოპის გაყოფის შესახებ პროექტის გაძვირებას იწვევეს. თითოეული ანტენა ყოველ წამში მონაცემთა უდიდეს რაოდენობას გადასცემს, საიდანაც სუპერკომპიუტერის საშუალებით ერთიანი გამოსახულება მიიღება. მასივის გაყოფის გამო მკვლევარები იძულებული არიან სუპერკომპიუტერების წყვილი გამოიყენონ, აღჭურვილი მონაცემთა მაღალი გამტარობის ქსელებით. გზები, კომუნიკაციები და შენობები პერსონალისთვის ასევე ორ-ორი უნდა აშენედეს.

 პროექტ SKA-ზე ერთობლივად 20 ქვეყანა მუშაობს. ტელესკოპის ანტენებიდან მიღებული მონაცემები ერთად შეგროვდება და ერთი კვადრატული კილომეტრი დიამეტრის ტელესკოპით სამყაროს დამზერის ექვივალნტური იქნება.

 SKA სიხშირეთა ფართო დიაპაზონში იმუშავებს, ხოლო მგრძნობელობა 50-ჯერ გადააჭარბებს ყველაზე საუკეთესო რადიოტელესკოპების მგრძნობელობას (არესიბო, ALMA, IRAM, SETI, რადიოასტრონი). SKA-ს საშულებით, მეცნიერები, სამყაროს განვითარების ადრეული ეტაპების, პირველი ვარსკვლავებისა და გალაქტიკების ევოლუცისი შესწავლას გეგმავენ, გრავიტაციასთან დაკავშირებული ჰიპოთეზების შემოწმებას, არამიწიერი ცივილიზაციებისგან გამოსხივებული სიგნალების მიღებას.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.