მზიური უჯრედები

 მზის გვირგვინს ქვეშ არანაირი უცნაური პროცესები არ ხდება, სამაგიეროდ ზედაპირზე შემჩნეული იქნა უცნაური ფორმის წარმონაქმნები, როგორც სანთლები ტორტზე ან ფრთები. გაჩნდა პლაზმური ქარბორბალაც. წარმონაქმნები დედამიწის ზომას ხუთჯერ და მეტად აჭარბებენ.

 ამერიკელმა მეცნიერებმა Naval Research Labaratory-დან(ვშინგტონი), უცნაური მოვლენა დააფისირეს, რომელსაც მათ კორონალური უჯრედები უწოდეს. აღმოჩენა მზის გამოსხივების ულტრაიისფერ ნაწილშ მოხდა, თითქმის 1 მილიონ გრდუს ტემპერატუტაზე. უჯრედებს ელვარე ცენტრები და ბნელი საზღვრები აქვთ, ჰგვანან ბუშტულებს, რომლებიც მზის ატმოსფეროს საზღვრებამდე ამოდიან. მკვლევარების თქმით, წარმონაქმნები ზემოდან უჯრედებს ჰგვანან, ხოლო გვერდიდან ზომაში მზარდ ალმოდებულ სანთლებს.

 მეცნიერებმა ერთბაშად ნასას რამდენიმე ზონდი გამოიყენეს Stereo, Soho(მზის და მზის ჰელიოსფერული ობსერვატოპრიები) და SDO(მზის დინამიკის ობსერვატორია), ასევე იაპონური Hinode, რომელიც მზის აქტიურობის კვლევისთისაა შექმნილი. ამით მზის უჯრედების სხვა და სხვა კუთხით ერთდროულად დანახვა მოხერხდა.

 იმის გაგება, თუ როგორ ფორმირდებიან და იზრდებიან კორონალური უჯრედები, მეცნიერებს საშუალებას მისცემს ახლებურად შეხედონ მზის გვირგვინის მაგნიტურ სტრუქტურას, გაიგონ თუ როგორ მოქმედებენ უჯრედები მზიური ნივთიერებების ნაკადებზე.

 მკვლევერაბმა ასევე აღმოაჩინეს, რომ კორონალური უჯრედები დომინირებენ რეგიონებში, სადაც ძლიერი მაგნიტური ძალწირებია, რომლებიც მხოლოდ ერთი მიმართულებით მიუთითებენ – ზემოთ ან ქვემოთ.

 დაწვრილებით ამის შესახებ 20 მარტის ჟურნალ Astrophysical Journal-ში დაიწერა.

httpv://www.youtube.com/watch?v=eRQbPM1_O5w

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.